მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 27.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №382
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.020698
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ შრომის ინსპექციის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №382
2018 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1🔗
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების (შემდგომში − შერჩევითი კონტროლი) მიზანია მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის პროცედურების განსაზღვრა.
2. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში − ზედამხედველი ორგანო).
მუხლი 2🔗. შერჩევითი კონტროლის პირობები
1. ზედამხედველი ორგანო შერჩევით კონტროლს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.
2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება დამსაქმებელი, თუ:
ა) ახორციელებს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს;
ბ) არსებობს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მაღალი ალბათობის შესახებ;
გ) არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ;
დ) არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებული პროფესიული დაავადების შესახებ;
ე) არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 3🔗. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი
1. ზედამხედველი ორგანო, ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის გათვალისწინებით, შეიმუშავებს შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელთა ნუსხას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. შერჩევითი კონტროლი ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების მიზნით.
3. შერჩევითი კონტროლის წესით გათვალისწინებულ დამსაქმებელთა ნუსხა არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
4. შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას, ზედამხედველი ორგანო ვალდებულია, შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელს წარუდგინოს შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ ზედამხედველი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.