„შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
- შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ 27.03.2014
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №299 |
|
2018 წლის 31 ივლისი
ქ.თბილისი |
„მუხლი 10.
1. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებები კომისიის წერილობით მიმართვაზე პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“.
„მუხლი 11.
1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო ცნობისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს (შემდეგში – სამსახური) ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №299. სარეგისტრაციო კოდი — 010210000.08.002.017043.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №299, 31.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010210000.08.002.017043 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4279068/