საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №17
2018 წლის 31 ივლისი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
2018 წლის 1 აგვისტოდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდებით.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
დ) სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა, ასევე მისი შესრულების კოორდინაცია;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
გ) სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება და გაცემა, ასევე სხვა გასაცემლების გაცემის უზრუნველყოფა;
ე) სამსახურის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვა, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშგების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ვ) ფინანსური აქტივების/ვალდებულებების და ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარება და არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით;
ი) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
კ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე თანხმობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
ლ) სამსახურის საორგანიზაციო მატერიალურ-ტექნიკური, ტრანსპორტით, საკანცელარიო საშუალებებითა და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგება;
მ) სამსახურის სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
ნ) სამსახურის შენობა-ნაგებობების კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.) უზრუნველყოფა;
ო) საჭიროებისამებრ სამსახურის შენობა-ნაგებობების აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა; სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი);
პ) სამსახურის სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის უზრუნველყოფა; სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და შეკეთების უზრუნველყოფა, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფა;
ჟ) სამსახურის საწვავის, სათადარიგო ნაწილების გაცემა-ჩამოწერის უზრუნველყოფა;
რ) სამსახურის სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებასა და შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობა;
ტ) საქართველოს კანონმდებლობის და/ან სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
თავი III . დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 7🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
გ) მომარაგების სამმართველო;
დ) ტრანსპორტის სამმართველო;
ე) ექსპლუატაციის სამმართველო.
მუხლი 8🔗
საფინანსო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი შესრულების კოორდინაცია;
ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტების პროექტების შედგენა და მათი შესრულების კოორდინაცია;
გ) საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურისა და სამსახურის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ნაწილში ცვლილებების დამტკიცება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ, მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;
ვ) საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, სამსახურის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ (გარდა უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა) საქმიანობაზე თანხმობის საკითხის განხილვა, აღნიშნულის თაობაზე სამსახურის ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის წარდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
თ) საქართველოს საგადასახადო კანინმდებლობით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების განახორციელება; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სხვა საქმიანობის განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმოება;
კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სამსახურის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან ანგარიშსწორების განხორციელება;
ლ) სამსახურის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა, ასევე სხვა გასაცემლების გაცემა;
მ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშგებების შემოწმება, მათ საფუძველზე ნაერთი ბალანსის მომზადება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენა;
ნ) ფინანსური აქტივების/ვალდებულებების და ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარება;
ო) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
პ) ინვენტარიზაციის შედეგებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბუღალტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
ჟ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვის, სარგებლობაში გადაცემისა და ჩამოწერის საკითხების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქონების (ან/და შესრულებული სამუშაოს) სხვადასხვა ფორმით გადაცემის, მიღების, ჩანაცვლების, ჩამოწერის, პრივატიზების და განკარგვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხორციელება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილების მინიჭების დოკუმენტის საფუძველზე, ქონების განკარგვასთან/მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
უ) სალაროს ოპერაციების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 9🔗
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
გ) საფინანსო სამმართველოსთან ერთად, მომარაგების სამმართველოს მიერ სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და საჭიროებისამებრ კორექტირება, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
დ) სამსახურის მიერ დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვის, კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა ელექტრონული ტენდერისა და ერთობლივი ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სამსახურის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება;
ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით;
თ) ბაზრის კვლევის განხორციელება და მომწოდებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება-განახლება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 10🔗
მომარაგების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგება;
ბ) სამსახურის სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებასა და ინვენტარიზაციის შედეგების დადგენაში მონაწილეობა;
დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე წლიური საჭიროებების განსაზღვრა;
ე) სამსახურისათვის სხვადასხვა ფორმით გადაცემული ან/და მიღებული აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და საჭიროების შესაბამისად გაცემა/განაწილება;
ვ) სამსახურის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა, მათი გაცემა-ჩამოწერა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში სამსახურის მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
თ) საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის, ასევე საწყობში არსებული კვების პროდუქტებისა და მშრალი საკვების ვარგისიანობის მიზნით ვადების შემოწმება; კვების პროდუქტების, მშრალი საკვებისა და სამზარეულო ინვენტარის დასაწყობება და სათანადო დუკუმენტაციის მიხედვით გაცემა;
ი) სამსახურის შესაბამისი დანაყოფების პირადი შემადგენლობის ნორმირებული სანივთე ქონებით უზრუნველყოფა;
კ) ჩამოსაწერი ან გადასაცემი მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება; სხვადასხვა დანაყოფიდან დაზიანებული ან/და ჩამოსაწერი მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარება გაფორმებული დოკუმენტაციის შესაბამისად;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
ტრანსპორტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათზე დამონტაჟებული სპეცტექნიკის ექსპლუატაციაში მიღება და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და შეკეთების განხორციელება, მომარაგების სამმართველოსთან კოორდინაციით საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებითა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული სპეციალური, სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებებით სურსათისა და მატერიალური ფასეულობების გადაზიდვა საქართველოს რეგიონებში დისლოცირებულ სამსახურის შესაბამის დანაყოფებში;
ე) საჭიროების შემთხვევაში სამსახურის დანაყოფების მოსამსახურეთა სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის ჩატარებასა და მისი შედეგების შეფასებაში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗
ექსპლუატაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ადმინისტრაციული შენობების კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა.შ.) უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი); გახარჯული სამშენებლო მასალების აღრიცხვის წარმოება, ჩამოსაწერი დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომი რეაგირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებასა და მისი შედეგების შეფასებაში მონაწილეობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 13🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 14🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას საკურატორო სფეროს მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი;
დ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, კურატორი უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 15🔗
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის, მისი მოადგილის ბრძანებებს, მითითებებს, დავალებებს ან/და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, კურატორი უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.