⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.10.2020)
გაუქმებულია:

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,778 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2018 მიღება
01.08.2018 ძალაში შესვლა
23.10.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება №14 2018 წლის 31 ივლისი ქ . თბილისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი დანართი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტი) დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) (შემდგომში – ცენტრი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 ცენტრი არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.            მუხლი 3🔗 ცენტრი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗 ცენტრი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II. ცენტრის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗 ცენტრის ამოცანებია: ა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება; ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების  იდენტიფიცირების, ანალიზის, პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით  სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის/შემუშავების კოორდინაცია და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი; გ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება; დ) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მისი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამსახურის დებულების შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუხლი 6🔗 ცენტრის ფუნქციებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შესამუშავებლად, ასევე არსებული ვითარების ანალიზის მიზნით  ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან არსებული ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე  სამუშაო ჯგუფების შექმნა მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ბ) საგანგებო მართვის უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაცია; გ) საგანგებო სიტუაციის დაძლევისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; ე) შესაბამის უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების მიზნით ინფორმაციის შეკრება და დამუშავება; ვ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული მიზნობრივი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შემუშავების კოორდინირება; ზ) სასწავლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენეციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება; თ) ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) და ოპერაციულ დონეებზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კ) საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული კავშირების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; ლ) საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; მ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვაში მონაწილობა,  რეაგირების ძალების მართვასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაციაში მონაწილობა; ო) საომარი მდგომარეობის დროს კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის გეგმითა და მშვიდობიანობის დროს სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება; პ) მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრების პერიოდული ინფორმირება ვითარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება; რ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;   ს) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ტ) საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში საგანგებო სიტუაციის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; უ) სახელმწიფო უწყებებიდან უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის და მათი განვითარების დინამიკის შესახებ; ფ) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის,  პრევენციის, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი; ქ)  სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავება; ღ) საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ეროვნული სისტემის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, მათთვის რეკომენდაციების  მომზადება; ყ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებსა და დაწესებულებებთან ერთად საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგი და ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა; შ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა და წარმომადგენლობა; ჩ)  ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; ც)  ეროვნული დონის საგანგებო სიტუაციის დროს შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა; ძ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადების ორგანიზება და ინფორმირება; წ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება; ჭ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება; ხ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობა; ჯ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენეციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება; ჰ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, საინჟინრო დამცავი ნაგებობების აღრიცხვა, მათი შენახვისა და ექსპლუატაციის მონიტორინგის განხორციელება; ჰ​1) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება; ჰ​2) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო-ტექნიკური მიზნობრივი პროგრამების შემუშავების კოორდინირება; ჰ​3) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევის თაობაზე წინადადებების წარდგენა; ჰ​4) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება; ჰ​5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი III. ცენტრის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები მუხლი 7🔗 ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო; ბ) კრიზისების მართვის სამმართველო. მუხლი 8🔗 სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით  შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შესამუშავებლად, ასევე არსებული ვითარების ანალიზის მიზნით  ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან არსებული ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე  სამუშაო ჯგუფების შექმნა მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით; ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია); დ) საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში, საგანგებო სიტუაციის დასაძლევად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი; ე) სახელმწიფო უწყებებიდან უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის და მათი განვითარების დინამიკის შესახებ; ვ) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის,  პრევენციის, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის, ასევე აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინირება და კონტროლი; ზ) სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის პროექტის შემუშავება; თ) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტებისთვის რეკომენდაციების  მომზადება; ი) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებსა და დაწესებულებებთან ერთად საგანგებო სიტუაციების პროგნოზირების და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგი და ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა; კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა და წარმომადგენლობა; ლ) ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ორგანიზების მიზნით წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; მ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება; ნ) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება; ო) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენეციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება; პ)  ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება; ჟ) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევა მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ექსპერტიზის ჩასატარებლად; რ) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის, ასევე საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული და რეგიონული სამეცნიერო-ტექნიკური მიზნობრივი პროგრამების შემუშავების კოორდინირება; ს)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗 კრიზისების მართვის სამმართველო ფუნქციებია: ა) სტრატეგიულ (პოლიტიკურ) და ოპერაციულ დონეებზე ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული კავშირების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის მართვაში მონაწილეობა,  რეაგირების ძალების მართვის და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადების ორგანიზება და ინფორმირება; ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სისტემის სუბიექტების ხელმძღვანელებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში სპეციალურად უფლებამოსილი პირების გადამზადების ორგანიზება; ვ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრების პერიოდული ინფორმირება ვითარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება; ზ) საგანგებო მართვის უწყებათაშორისი გეგმების შემუშავების კოორდინაცია; თ) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკის მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება; ი) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება; კ) საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა; ლ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, საჭროებისამებრ, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევის თაობაზე წინადადებების წარდგენა; მ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის და მათი განვითარების დინამიკის შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი IV. ცენტრის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი მუხლი 10🔗 1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 2. ცენტრის უფროსი ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. ცენტრის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს ცენტრის საქმიანობას და პასუხისმგებელია ცენტრზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) აკონტროლებს ცენტრის მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მოსამსახურეთა  წახალისების თაობაზე; დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს ცენტრის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ე) აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად და ეროვნული სიტუაციური ოთახის გამართულად ფუნქციონირებისათვის; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ცენტრში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. ცენტრის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით. მუხლი 11🔗 1. ცენტრში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) ანაწილებს საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე ცენტრის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, კურატორი უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და ცენტრის უფროსის წინაშე.