საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალაში შესვლა 01.08.2018
ძალის დაკარგვა 23.10.2020
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №10
2018 წლის 31 ივლისი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) საორგანიზაციო სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. სამმართველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი ფუნქციებისა და წარმოადგენს სამსახურს.
2. სამმართველოს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და აგრეთვე, ბლანკები და შტამპები სამმართველოს სახელწოდებით.
მუხლი 3🔗
სამმართველო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენლი წესით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები
მუხლი 5🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა;
ბ) საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, საიდუმლო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, სამსახურის სისტემაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების უზრუნველყოფა;
გ) სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის ურთიერთობების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამსახურის უფროსის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამსახურის ურთიერთობების კოორდინაცია;
დ) მოსამსახურეების სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება.
ე) სამსახურის სიტემაში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
ვ) დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამსახურის, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;
ზ) სამსახურის უფროსის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ი) სამსახურის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
საორგანიზაციო სამმართველოს სტრუქტურა
მუხლი 7🔗
საორგანიზაციო სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საპროტოკოლო საქმიანობის განყოფილება;
ბ) საქმისწარმოების განყოფილება.
მუხლის 8
საპროტოკოლო საქმიანობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის უფროსის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული დოკუმენტებისა და ინფორმაციის სამსახურის უფროსისათვის დროული მიწოდება;
გ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამსახურის ურთიერთობების კოორდინაცია;
დ) მოსამსახურეების სამსახურებრივი მივლინებისა და ვიზიტების ორგანიზება;
ე) საქართველოში სხვა სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების თანამშრომლებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან მუშაობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან ურთიერთობა;
თ) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 9🔗
საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამსახურის სისტემაში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და ხელმძღვანელობისთვის დროულად მიწოდება;
ბ) სამსახურში ერთიანი სტანდარტით საქმისწარმოების ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
გ) დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამსახურის, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
ე) სამსახურის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ვ) სამსახურის უფროსის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
ზ) გერბიანი ბლანკების (სამსახურის უფროსის, სამსახურის) და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამსახურის საქმისწარმოებისთვის და მათი დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლი.
თავი IV
სამმართველოს ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 10🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს მის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;
დ) მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;
ვ) სამსახურის შესაბამის დანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოს მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას სამმართველოს ერთ-ერთი მოსამსახურე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
მუხლი 11🔗
1. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე.