„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2018 წლის 31 ივლისი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 13 აპრილის №47 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (matsne.gov.ge, 17/04/2018 წელი, 010260020.35.153.016441), კერძოდ :

დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის:

ა)   მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მიზანია მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპზე, ასევე საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვის საფუძველზე.“;

ბ)   მე-3 მუხლის მე-3  პუნქტს  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის   ,,ა1’’ ქვეპუნქტი:

„ა1) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001- 150 000-მდე  არაუმეტეს 70 %-ისა;“;

გ)  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი განმეორებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.“;

დ)   მე-5 მუხლის  მე-2  და  მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  დაფინანსების ზედა ზღვარი შეადგენს 2000 (ორი ათასი) ლარს, აქედან:

ა) 151 ლარამდე შემოსული კალკულაციები არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მესამე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა).

ბ) 501 ლარამდე დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

გ) 501 ლარიდან 2000 ლარამდე დაფინანსების შესახებ კომისიის და/ან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობის გათვალისწინებით მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, იფარება შემდეგი ოდენობით:

ა) 151 ლარამდე შემოსული კალკულაციები არ ფინანსდება (გარდა ამ პროგრამის მესამე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა);

ბ) 151-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები – დარჩენილი თანხის არაუმეტეს 50%-ისა (გარდა ამ პროგრამის მესამე მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა);

გ) 0-დან ზემოთ შემოსული კალკულაციები –  დარჩენილი თანხის 100%-მდე – ამ პროგრამის მესამე მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე.“;

ე)  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვევო პაკეტით დაფინანსდეს არაუმეტეს დარჩენილი თანხის  40%-ისა. 151 ლარამდე შემოსული კალკულაციები, გარდა ამ პროგრამის მესამე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებილი პირებისა, არ ფინანსდება.“

ვ) მე-5 მუხლის  მე-6  პუნქტის „ვ.ზ“ და „ვ.თ“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ზ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურების – გამოკვლევის დაფინანსებას (გარდა ამ პროგრამის მესამე მუხლის მე- 3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა);

ვ.თ) პროგრამით მოსარგებლე ითხოვს სამედიცინო მომსახურება – ინტრავიტრიალური (ი/ვ) ინიექციის დაფინანსებას;“;

ზ)  მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2018.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.07.2018. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.153.016459.
რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 13 აპრილის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №65, 31.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016459 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4280408/