ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის,ოქმის შევსების და წარმოების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
ძალის დაკარგვა 04.04.2023
გამომცემი ორგანო №
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 12 | 13 |
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი |
| თანამდებობა | სახელი |
| შედგენილი ოქმები | დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები |
| ოქმის № | თანამდებობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის,ოქმის შევსების და წარმოების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2018 წლის 31 ივლისი
დაბა მესტია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ოქმის შევსების და წარმოების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის151-ე, 55-ე, 533,152-ე,1522,148-ე,1461, 552,1191,150-ე, 1501, 159-ე, 1591,1534- მუხლების, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-12 ნაწილით, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1);
2.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი: (დანართი № 2);
3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3);
4.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4);
5.
სააღსრულებო ფურცელი (დანართი №5).
მუხლი 2🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამისი უფლებამოსილების სფეროს შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 ივნისის №25 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი №
-------------------- 20 წ.
-----------------------------------------------
(ოქმის შედგენის ადგილი)
1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ----------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
(ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მონაცემები დამრღვევის შესახებ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ოჯახური მდგომარეობა)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ (დრო, ადგილი, არსი)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:---------------------------------------------------------
აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის
ა ხ ს ნ ა-გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
მე, --------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს (ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს დედაენაზე და, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე), რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით: ------------------------------------------------------------------------------
3. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შეადგინა: ---------------------------------------------------------------------- -----------------------
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი: ----------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)
ოქმი ჩავიბარე:----------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი)
მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
დაზარალებულ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში):
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
------------------------- ----------------------------------- ---------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
4. ოქმის ასლი ჩავიბარე:
------------------------- ----------------------------------- -------------------
სახელი, გვარი მისამართი, პირადი № ხელმოწერა
შენიშვნა: ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა, ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
ბ.ა. (ბეჭდის ადგილი)
.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების, გამოყენებისა
და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
1.აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია სამართალდარღვევის ჩადენა. ოქმს ადგენენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე, 55-ე, 533, 152-ე,1522,148-ე,1461, 552, 1191, 150-ე, 1501,159-ე, 1591,1534- მუხლების, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის ,მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის სამართალდარღვევაზე.
მუხლი 2🔗.
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იბეჭდება სტამბური წესით (დანართი №1), ოქმის ფორმა მზადდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შეკვეთის საფუძველზე.
2.ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება
1. მესტიის მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების საფუძველზე ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში
3. სათავსი, სადაც ინახება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები ინახება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებში.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში მონაცემების გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, ასევე მოწმეები და დაზარალებულნი (მათი არსებობის შემთხვევაში).
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3) და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტში
3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის გაცემის თარიღი
ოქმის მიმღები
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
შედგენილი ოქმები
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები
შენიშვნა
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი ოქმის №
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის
აქტი №
დ. ––––––––––– 201–– წლის ,,––––“ ,,–––––––––– “
№
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის მიზეზი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ექსკლუზიური ნომერი
1
2
3
4
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
ოქმის გაცემაზე და აღრიცხვა- ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი:----------------------------
ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი:-------------------------------
დანართი №5
სააღსრულებო ფურცელი
საქმე №---
სააღსრულებო ფურცელი
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი
( სააღსრულებო ფურცლის გამცემი)
(საქმე, რომლის გამოც გაიცა სააღსრულებო ფურცელი)
-----------------------------------------------------------------
(გადაწყვეტილების/დადგენილების გამოტანის თარიღი)
-------------------------------------------------------------------
(გადაწყვეტილების/დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(გადაწყვეტილების/დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი)
---------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------
(კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები)
------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოვალის დასახელება და რეკვიზიტები)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სააღსრულებო ფურცლის გაცნობის თარიღი)
მესტის მუნიციპალიტეტის მერი -----------------------------------------
(ხელმოწერა)