წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016387
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2018 წლის 31 ივლისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
საბჭო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში შშმ) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სამართლებრივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს შემადგენლობა
1.
საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2.
საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი.
3.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები;
4.
საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობასა და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი;
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს :
ა)
ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ)
სხდომის დრო და ადგილი;
გ)
სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ)
განხილვის საგანი;
ე)
კენჭისყრის შედეგები;
ვ)
მიღებული გადაწყვეტილება;
ზ)
განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.
სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
8.
საბჭოს სხდომაზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
9.
საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
10.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.
11.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ამოცანები
საბჭოს ამოცანებია:
ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება , დანერგვა და კორდინაცია;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
გ)
შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისათვის ხელის შეწყობა და შესაბამისი წინადადებებისა და გეგმების შემუშავება;
დ)
არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა;
ე)
შშმ პირებისთვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ)
შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელის შეწყობა.
მუხლი 5🔗.
საბჭოს ფუნქციები
1.
საბჭოს ფუნქციებია:
ა)
რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტერგრაციის კუთხით;
გ)
არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ)
შშმ პირთა სატრასპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე)
შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება;
ვ)
შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ზ)
შშმ პირებთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
თ)
შშმ პირებთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ი)
შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებაზე მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
კ)
შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
ლ)
შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;
მ)
სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗.
საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა
1.
საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ვალდებულია ანგარიში წარუდგინოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის არაუგვიანეს დეკემბრის თვისა.
2.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 7🔗.
დებულებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე, იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.