საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №11ნ/№83

2018 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481  მუხლის მე-3 პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ., №2523-IIს) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია



დანართი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების (შემდგომში – მოსამზადებელი კურსები) ჩატარებას ორგანიზებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში – მანდატურის სამსახური).
2. მოსამზადებელი კურსების ფარგლებში სწავლების მეთოდიკასა და საათობრივ დატვირთვას განსაზღვრავს მოსამზადებელი კურსების განმახორციელებელი, მანდატურის სამსახურთან შეთანხმებით.
3. მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა)   ფიზიკური მომზადება;

ბ) ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;

დ) მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;

ე) ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;

ვ) დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;

ზ) მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;

თ) ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;

ი) ბულინგი;

კ) სამოქალაქო თავდაცვა;

ლ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;

მ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;

ნ) პირველადი სამედიცინო დახმარება;

ო) ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;

პ) ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;

ჟ) კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;

რ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;

ს) ეფექტური კომუნიკაცია.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2018.
როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“?
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №11/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017568.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“, №11/ნ, 02.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017568 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4281586/