„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31/2018
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016406
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2018

2018 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1🔗

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018
წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი –
www.matsne.gov.ge, 19/03/2018, 010340000.15.008.016396) დამტკიცებულ დანართში
შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.

დანართის სარჩევი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარჩევი

1) თავი 1. საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები
.........

.............
..
............
..
..
..
..
..
..
..
..
..
........ 2

2) თავი 2. უფლებამოსილი პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის წესი და პირობები

.
..
.
....17

3) თავი 21. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები

.............................................................................................. 34

4) თავი 3. სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები

...... 49

5) თავი 4. ფორს-მაჟორი

............
.............
..........................................
.
.
..
..
..
..
............ 50’’;

2. თავი 1-ის განყოფილების „საარჩევნო სუბიექტის (პარტია/საარჩევნო ბლოკი) ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა” პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკი არ მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს). ცესკოს კანცელარიაში წარადგენს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ დოკუმენტაციას.”;

3.

თავი 2-ის შემდეგ დაემატოს„თავი 21. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები”

4.

თავი 2-ის სურათი №8-ის ჩანაწერი „ღილაკზე „დადასტურება” დაჭერის შემდეგ, წერილი გამოჩნდება ცესკოს ოპერატორთან (სურათი №8):” შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღილაკზე „ხარვეზის გამოსწორება” დაჭერის შემდეგ, წერილი გამოჩნდება ცესკოს ოპერატორთან (სურათი №8):”;

5. თავი 2-ის სურათი №11-ის შემდეგ არსებული ჩანაწერი „წარმომადგენლის მონაცემების შეტანის დროს, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

არის 18 წლამდე ასაკის

არის უცხო ქვეყნის მოქალაქე

საარჩევნო სუბიექტია

დამკვირვებელია

საარჩევნო კომისიის წევრია

სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია

დანიშნულია წარმომადგენლად ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა
საარჩევნო კომისიაში

ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატია”

შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმომადგენლის მონაცემების შეტანის დროს, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

არის 18 წლამდე ასაკის

არის უცხო ქვეყნის მოქალაქე

ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატია

ადგილობრივი დამკვირვებელია

საარჩევნო კომისიის წევრია

სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია

დანიშნულია წარმომადგენლად ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო კომისიაში

პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.’’;

6.

თავი 2-ის სურათი №13 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„7.

თავი 2-ის სურათი №36-ის შემდეგ არსებული ჩანაწერი „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;

პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში;

ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა).”

შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა).”.

მუხლი 2🔗

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3🔗

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.08.2018.
როდის იქნა მიღებული „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 01.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №31/2018. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.15.008.016406.
რამდენი მუხლისგან შედგება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების/საარჩევნო ბლოკების წარმომადგენელთა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 17 მარტის №21/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №31/2018, 01.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016406 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4283683/