📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.08.2018
ძალის დაკარგვა 05.10.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 556 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2018 მიღება
05.10.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2018 წლის 1 აგვისტო ქ. ოზურგეთი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი (შემდგომში – „მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი). 2. მშენებლობის   სანებართვო მოსაკრებელი თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს: ა)  საკურორტო და რეკრეაციულ ზონებში: ა.ა)  სააგარაკო და ინდივიდუალური სახლებისათვის – 1 ლარი; ა.ბ) მრავალბინიანი სახლები, კომერციული დანიშნულების ობიექტები (სასტუმრო, სავაჭრო და გასართობი) – 1 ლარი; ა.გ)    სამრეწველო ობიექტი – 5 ლარი; ა.დ)  სამკურნალო-გამაჯანსაღებელი,  სარებილიტაციო  პროფილის  შენობა-ნაგებობებისათვის  – 0.50 ლარი; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე: ბ.ა)   კომერციული დანიშნულების ობიექტებისათვის – 1 ლარი; ბ.ბ)   ინდივიდუალური სახლებისათვის – 0,50 ლარი; გ) მოცულობითი ნაგებობებისათვის (მიწისზედა და მიწისქვეშა) – 0.50 ლარი; დ) ობიექტის დემონტაჟი – 0,50 ლარი; ე) ხაზობრივი ნაგებობებზე: ე.ა) I, II , III კატეგორიის ნაგებობებზე – 0.30 ლარი; ე.ბ)  IV  კატეგორიის ნაგებობებზე – 0.50 ლარი. 3. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის   გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. 4. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა)  „ოზურგეთის    მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    იმ    ზონების,    პირობების    და  I   კლასს დაქვემდებარებულ   შენობა-ნაგებობათა     სახეობების  განსაზღვრის    შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 110309012,  22/03/2011 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.113.016036). ბ) „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან  ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მაისის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 08/05/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016352). 5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია ახალ ასაშენებელი ობიექტი, რომელზედაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები 1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელის გადახდა ხდება წინასწარ ნებართვის გაცემამდე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. 2. მოსაკრებლის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (სპეციალურ სახაზინო კოდზე) თანხის შეტანის გზით. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღავათები 1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალი მშენებლობა, თუ ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს; ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ ფართზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართს.