„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2018 წლის 3 აგვისტო ქ. ჭიათურა |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში (სსმ, 29/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016125) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენის დასაბუთება, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის შესაბამისობა ამ წესის პირველი მუხლის მოთხოვნებთან.“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წარდგენილ კანდიდატებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ამტკიცებს მის პერსონალურ შემადგენლობას. კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს კენტი.“; გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით ფარული კენჭიასყრით.“; დ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკრებულო წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევს არაუმეტეს სამ კანდიდატს და დასამტკიცებლად უგზავნის მუნიციპალიტეტის მერს.“; ე) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ვ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შერჩეულ კანდიდატებს.“. ზ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მუნიციაპლიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მოქალაქეს გადასცემს საპატიო მოქალაქის მოწმობას.“. თ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მოწმობის ფორმა ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე Honorary Citizen of Tchiatura Municipality
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს –––––––– ––––––––––––– № __ განკარგულებითა და (თარიღი) By order of Tchiatura Municipality Council ––––– –––––––––––––––– № __ and
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ––––––– ––––––––––––––––––––––– № __ ბრძანებით (თარიღი) By order of The Mayor of Tchiatura Municipality –––– ––––––––––––––––– № __
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა The Title of The Honorary Citizen Was Awarded to
__________________________________________________/______________________________ (სახელი და გვარი) (name, last name)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ___________________ _______________ (სახელი და გვარი) (ხელმოწერა) Mayor of Tchiatura Municipality ___________________ _______________ (name, last name) (signature)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ______________________ _______________ (სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
Chairman of Tchiatura Municipality Council __________________ _______________ (name, last name) (signature)
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.08.2018.
- როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.08.2018. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.129.016299.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №48, 03.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016299 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4286581/