„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 03.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016775
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2018
matsne.gov.ge 299 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 04.03.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 02.05.2017 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 16.02.2026 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 89% 21.10.2024 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 88% 01.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №85 2018 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა) გათვალისწინებული საფასურის გადახდისგან ერთჯერადად გათავისუფლდნენ დაინტერესებული პირები ისეთი ჰიბრიდული და ელექტროძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ბოლო რეგისტრაცია გავლილი აქვთ და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა გაცემულია 2013 წლის 1 ივლისამდე. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული შეღავათი არ ვრცელდება იმ დაინტერესებულ პირებზე, რომლებსაც „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 1 ივლისის შემდგომ წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის ვალდებულება და რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის მიზნით არ მიუმართავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის.  მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია