„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №13/ნ |
|
2018 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“;
გ) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“;
გ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (შემდგომში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი), გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“;
გ.გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროში კონკურსს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა, ატარებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟიორთა შესარჩევი კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).“;
გ.დ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის ფორმა (დანართი №4) განისაზღვროს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.08.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №13/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017570.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13/ნ, 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017570 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4286772/