ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2018
ძალის დაკარგვა 05.09.2022
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.09.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №69
2018 წლის 3 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის „ე.ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში –
შშმ) პირთა ღირსეული ცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗
საბჭო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
1. საბჭო შედგება 19 წევრისგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
4. საბჭოს წევრთა შემადგენლობა მტკიცდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც შედიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელი.
6. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
7. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
მუხლი 4🔗
საბჭოს ამოცანებია:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ერთიანი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას შესაძლებლობათა შეზღუდვის ნიშნით მათი დისკრიმინაცია;
გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ ცხოვრებას და ამ მიზნით შექმნას შესაბამისი პირობები;
დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სექტორებთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
ე) შეუქმნას შშმ პირებს შესაბამისი ადაპტირებული და ინკლუზიური გარემო;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას;
ზ) გააძლიეროს შშმ პირთა თემი და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები.
მუხლი 5🔗
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციისთვის;
გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;
დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისთვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სამსახურებთან ერთად;
ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) შესაბამის სამსახურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;
ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;
ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამსახურების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიციირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;
ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;
პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ-იდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) იწვევს საბჭოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს, დავალებებს აძლევს საბჭოს წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სამუშაო განრიგს;
ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს.
მუხლი 7🔗
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗
საბჭოს სამდივნო:
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კოორდინაციას;
გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;
დ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.
მუხლი 9🔗
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება:
ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაიცვალა;
ვ) მერიის თანამდებობის პირისა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
მუხლი 10🔗
საბჭოს სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდასაორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუ კი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს სხდომის თავმჯდომარე.
8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 11🔗
1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს ყოველი კალენდარული წლის ივნისსა და დეკემბრის თვეში.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ ვადაში.