ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2018 წლის 6 აგვისტო დაბა ხარაგაული |
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 1061 მუხლის 14 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და ,„საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე“.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. დაწესებულება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“
1. საინვენტარიზაციო კომისია პასუხისმგებელია:
ა) საინვენტარიზაციო აღწერებში არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ბალანსის საცნობარო მუხლებში ასახული მატერიალური ფასეულობების შესახებ ჩანაწერების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;
ბ) საინვენტარიზაციო აღწერებში აქტივების განმასხვავებელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა.შ.) სწორად შეტანაზე.
2. საინვენტარიზაციო კომისიის წევრების ფუნქციებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე და პასუხისმგებელია ინვენტარიზაციის ბრძანებით დადგენილ ვადებში ჩატარებასა და წესების დაცვაზე.
3. საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობაზე, ასევე, საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემების შეტანაზე, ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან ზედმეტობის დაფარვაზე.“.
|