„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.017574
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2018 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110725032, 28/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016164) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. რეესტრი წარმოადგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომელიც აერთიანებს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და მასში ინფორმაციის შეტანის/დამუშავების/ამოღების მიზნით ავტორიზებული მომხმარებლები იყენებენ სპეციალურად შექმნილ აპლიკაციებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში შესატანი მე-3 მუხლის 11 პუნქტითა და  მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები განთავსებულია ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად შექმნილ ხარისხის მართვის ელექტრონულ სისტემაში, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს მასში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ამ წესის მე-3 მუხლის 11 პუნქტითა და  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“, „ზ“ და თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე  სრული ხედვა.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პერსონალის გარდა დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი  და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი/ფაქსი/ვებგვერდი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის შესახებ;

დ) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ;

ე) არსებობის შემთხვევაში: კონფერენციები (კონფერენციის სახელწოდება, ადგილი, თარიღი, როლი, თემა/მოხსენება), პუბლიკაციები (ნაშრომის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის დასახელება, ტიპი, თანაავტორი, თარიღი), პროფესიული განვითარება (აქტივობა, დაწესებულება, თარიღები), პრაქტიკული გამოცდილება (ორგანიზაცია, თანამდებობა, ფუნქციები, თარიღები), პროექტები (პროექტის სახელწოდება, პროექტის მოკლე აღწერა, განხორციელების ადგილი, თარიღები);

ვ) ტრანსფერული უნარები (უნარის ტიპი (უცხო ენა, კომპიუტერული უნარი და სხვა), დონე);

ზ) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ;

თ) სხვა ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა განისაზღვროს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულების მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“-„ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას  –   შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის რეესტრში ასახვის განსხვავებული ვადები).“.

4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საგანმანათლებლო პროგრამების   განმახორციელებელი   პერსონალის   შესახებ   შესატანი   ინფორმაცია

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) სახელი და გვარი (ქართულად/ინგლისურად), პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნომერი), დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი), საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი/მობილური/ელექტრონული ფოსტის მისამართი/ფაქსი/ვებგვერდი);

ბ) დაკავებული თანამდებობა, თანამდებობის დაკავების ან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ინფორმაცია აფილირების შესახებ, აფილირების წარმოშობის თარიღისა და დასრულების თარიღის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ინფორმაცია სამუშაო დატვირთვის შესახებ;

ე) ინფორმაცია განათლების/აკადემიური ხარისხის შესახებ;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები (პროგრამის დასახელება, სწავლების საფეხური, სასწავლო კურსი/საგანი, სფერო/დარგი, სასწავლო წელი, სემესტრი), რომლის/რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობს პირი;

ზ) კონფერენციები (კონფერენციის სახელწოდება, ადგილი, თარიღი, როლი, თემა/მოხსენება), პუბლიკაციები (ნაშრომის სათაური, გამომცემლობა, გამოცემის დასახელება, ტიპი, თანაავტორი, თარიღი), პროფესიული განვითარება (აქტივობა, დაწესებულება, თარიღები), პრაქტიკული გამოცდილება (ორგანიზაცია, თანამდებობა, ფუნქციები, თარიღები), პროექტები (პროექტის სახელწოდება, პროექტის მოკლე აღწერა, განხორციელების ადგილი, თარიღები);

თ) ტრანსფერული უნარები (უნარის ტიპი (უცხო ენა, კომპიუტერული უნარი და სხვა), დონე);

ი) დამატებითი ინფორმაცია დაწესებულების შეხედულებისამებრ;

კ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განისაზღვრება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიტანება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი სპეციალური სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის ასახვის განსხვავებული ვადები).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.08.2018.
როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.017574.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17/ნ, 21.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017574 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4287769/