მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016410
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2018
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ.
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2018 წლის 3 აგვისტო
ქ. ლაგოდეხი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს:
1. ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.
3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის (წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) – თითოეული გრძივი მეტრისთვის –
1 (ერთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბერიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია