ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2018
ძალაში შესვლა 01.09.2018
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის
მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის N43 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №63
2018 წლის 3 აგვისტო
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%ის ოდენობი
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია