📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 06.08.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 911 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა ჯიქია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 08.08.2025 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 18.08.2017 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.08.2025 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.08.2024 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისთვის კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 15.07.2021

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2018 წლის 6 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის  დანაყოფების შენობების  ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე),  აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 4🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების  შემომსაზღვრელ  დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 აგვისტოს  №34 დადგენილება. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა ჯიქია დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის  საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი 1. №-69.01 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /სამი ადგილი /, სამუსიკო სკოლის მიმდებარედ (დ ავით აღმაშენებლის ქ . №4), ბაზრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე (ლ . გობეჩიას ქ . I შეს . №1), ყოფილი უნივერმაღის გვერდით მოსაცდელთან (ჭავჭავაძის ქ .). 2. №-69.02 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ . გამსახურდიას ქ .). 3. №-69.03 გარახის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ .). 4. №-69.04 ახუთის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ახუთის 1-ლი ქუჩა ). 5. №-69.05 მონგირის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სპორტული მოედნის მომდებარედ (სოფ . ახუთის მე -18 ქ .). 6. №-69.06 ზუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ . ზუმის მე -4 ქ .). 7. №-69.07 თაიას საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ . თაიას მე -15 ქ .). 8. №-69.08 კირცხის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ . კირცხის 22-ე ქ .). 9. №-69.09 კირცხი -სარაქონის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ . კირცხის მე -3 ქ .). 10. №-69.10 ლესიჭინეს პირველი საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 43-ე ქ .). 11. №-69.11 ლესიჭინეს მეორე საარჩევნო უბანი /ორი ადგილი /, სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 1-ლი ქ .). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ . 12. №-69.12 II ლესიჭინეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს მე -19 ქ .). 13. №-69.13 ოჩხომურის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ბაგა -ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ლესიჭინეს 47-ე ქ .). 14. №-69.14 ლეწურწუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ . პერტაიას ქ .). 15. №-69.15 მუხურის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . მუხურის მე -17 ქ .) 16. №-69.16 ლეგახარეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, მუხურის №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . მუხურის მე -17ქ .). 17. №-69.17 ნაკიანის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაკიანის 1-ლი ქ .). 18. №-69.18 ნაფიჩხოვოს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ .). 19. №-69.19 ლედარსალეს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ნაფიჩხოვოს №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს მე -17 ქ .). 20. №-69.20 ხანწკის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ნაფიჩხოვოს მე -9 ქ .). 21. №-69.21 ქვედაჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ .). 22. №-69.22 პირველი ჭოღის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ჭოღის მე -16 ქ .). 23. №-69.23 მეორე ჭოღის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ჭოღის მე -8 ქ .). 24. №-69.24 ხაბუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 37-ე ქ .). 25. №-69.25 ხაბუმის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა -ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 1-ლი ქ .). 26. №-69.26 ჯუმითის საარჩევნო უბანი /ერთი ადგილი /, ბაგა –ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ . ხაბუმე 46-ე ქ .). 27. №-69.27 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი /ორი ადგილი /, ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დ ავით აღმაშენებლის ქ .) საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ქ .).