მუხლი 5🔗

ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას