საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2018
ძალის დაკარგვა 19.04.2019
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 აგვისტოს №21 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.04.2019
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 29.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №21
2018 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 იანვრის №3 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიშალვა ხუციშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. სააგენტო არის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცედურებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევას.
2. სააგენტოს აქვს ბალანსი, საბანკო ანგარიშები სახელმწიფო ხაზინაში (მათ შორის სავალუტო), სიმბოლიკა, ლოგო, ბეჭედი, შტამპი და ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა, ფარნავაზ მეფის ქ. №1.
მუხლი 3🔗
სააგენტო საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
1. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახური, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
თავი II
სააგენტოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗
სააგენტოს ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტთან კოორდინაციით მატერიალური რეზერვების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია;
ბ) სახელმწიფო რეზერვების მარაგების შენახვა და მატერიალურ ფასეულობებთან გათვალისწინებული ოპერაციების წარმოების უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რეზერვების სისტემის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების განვითარება;
ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
სააგენტოს ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეზერვის შენახვა და შევსება-განახლება, მატერიალურ ფასეულობათა შეუმცირებელი მარაგის შექმნა, რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა; დამტკიცებული ნომენკლატურის თანახმად სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მარაგების სახელმწიფო დავალების შესრულება;
ბ) მშვიდობიანობის დროს საქართველოს მთავრობის, ხოლო საომარი მოქმედებების დროს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
გ) ძირითადი ფონდების სათანადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
ე) საპასუხისმგებლო შენახვაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის საკონტროლო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ხოლო ინვენტარიზაცია ყოველი წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით;
ვ) საპასუხისმგებლო შენახვასთან დაკავშირებულ ყველა უწყებასა და დაწესებულებაში, ასევე სააგენტოს დაქვემდებარებულ ბაზებში, სამობილიზაციო რეზერვის მარაგების აღრიცხვის, მოძრაობის, ნაშთებისა და მათი ხარისხობრივი მდგომარეობის შემოწმება, სავალდებულო მითითებების მიცემა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;
ზ) მარაგების ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვა;
თ) საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის შემუშავება;
ი) სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობის მარაგების პასუხისმგებელი შემნახველი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხის (სამობილიზაციო დავალება) შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) სახელმწიფო რეზერვის მარაგების შესანახი ბაზების დისლოკაციის და მათი ტერიტორიული განლაგების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) საქართველოს და სხვა ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების, მასალებისა და საქონლის მარაგების ხანგრძლივი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შესწავლისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ნ) სააგენტოს ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სიმძლავრეების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა;
ო) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების ადმინისტრირება;
პ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
რ) მომხმარებლისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 7🔗
1. სააგენტო უფლებამოსილია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურების გასაწევად „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.
2. სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამსახურის სისტემის განვითარებას.
თავი III
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი
8🔗
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) სერვისების განვითარების განყოფილება.
მუხლი 9🔗
სახელმწიფო მატერიალური რეზერვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო რეზერვის შენახვა და შევსება-განახლება, მატერიალურ ფასეულობათა შეუმცირებელი მარაგის შექმნა, რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა; სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მარაგების სახელმწიფო დავალების შესრულება, დამტკიცებული ნომენკლატურის თანახმად;
ბ) მშვიდობიანობის დროს საქართველოს მთავრობის, ხოლო საომარი მოქმედებების დროს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
გ) ძირითადი ფონდების სათანადო საექსპლუატაციო დონეზე შენარჩუნება და ამ მიზნით მათი შეკეთების, გაფართოების, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების სამუშაოების წარმოება და კონტროლი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევა და მასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
ე) საპასუხისმგებლო შენახვაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის საკონტროლო შემოწმება წელიწადში ერთხელ, ხოლო ინვენტარიზაცია ყოველი წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით;
ვ) საპასუხისმგებლო შენახვასთან დაკავშირებულ ყველა უწყებასა და დაწესებულებაში, ასევე სააგენტოს დაქვემდებარებულ ბაზებში, სამობილიზაციო რეზერვის მარაგების აღრიცხვის, მოძრაობის, ნაშთებისა და მათი ხარისხობრივი მდგომარეობის შემოწმება, სავალდებულო მითითებების მიცემა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;
ზ) მარაგების ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვა;
თ) საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის შემუშავება;
ი) სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობის მარაგების პასუხისმგებელი შემნახველი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ნუსხის (სამობილიზაციო დავალება) შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;
კ) სახელმწიფო რეზერვის მარაგების შესანახი ბაზების დისლოკაციის და მათი ტერიტორიული განლაგების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, ბალანსის შედგენა და სამსახურისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
მ) საქართველოს და სხვა ქვეყნების მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების, მასალებისა და საქონლის მარაგების ხანგრძლივი შენახვის ოპტიმალური რეჟიმის შესწავლისა და დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ნ) სააგენტოს ბალანსზე არსებული თავისუფალი სასაწყობო სიმძლავრეების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების იჯარით გაცემა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 10🔗
ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:
ა) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, მოსამსახურეთა წახალისების შესახებ მასალების განხილვა და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა, პირადი საქმეების აღრიცხვა-დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვის და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა, სააგენტოში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა;
ბ) სააგენტოს სისტემის სტრუქტურული სრულყოფის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მოსამსახურეთა განვითარებაზე ზრუნვა – სასწავლო საჭიროებების მუდმივად განსაზღვრა და ამ საჭიროებების შესახებ სააგენტოს უფროსისათვის წინადადებების წარდგენა;
დ) სააგენტოში საქმისწარმოების განხორციელება, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილება, საქმისწარმოების და დასრულებული საქმეების დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და სათანადო წესით შენახვა (დაარქივება);
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა; ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;
ზ) სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებულ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით საერთაშორისო ვიზიტებისა და სხვა საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა, აგრეთვე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება;
ი) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ლ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
მ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ნ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 11🔗
სერვისების განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევის ორგანიზება;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
დ) მომხმარებლისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მრავალფეროვანი მომსახურებების და ინოვაციური სერვისების შეთავაზება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი IV
სააგენტოს ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
მუხლი 12🔗
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სააგენტოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წყვეტს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სააგენტოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;
გ) წარმოადგენს სააგენტოს ან/და უფლებას ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობაზე; კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ; სააგენტოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის საუდუმლო ხელშეკრულებებსა და შრომით კონტრაქტებს;
დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს;
ე) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფ სახსრებს, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
ვ) ამტკიცებს შინაგანაწესს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
თ) ხელს აწერს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ი) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) აანალიზებს სააგენტოს საქმიანობას და სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსსა და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი.
მუხლი 13🔗
1. სააგენტოს განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზებას; ზედამხედველობს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამსახურის უფროსის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
თავი V
სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო
მუხლი 14🔗
1. სააგენტოს, დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, სახელმწიფო ქონება გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ქონების გასხვისება და შეძენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗
1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სააგენტოს მიერ გაწეული სახელმწიფო მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე სამსახურის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 16🔗
1. სამსახურის უფროსის თანხმობით, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17🔗
1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგნეტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.