ამონაწერი სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ კრედიტორთა კრების ოქმიდან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1171-18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 080210318002387616

№2/1171-18

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

ამონაწერი კრედიტორთა კრების ოქმიდან

 

2018 წლის 27 ივლისი

ქ. ქუთაისი

       

კრების თავმჯდომარე: დარინა აბულაძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: სოფიო ბრეგვაძე

  

განმცხადებელი /მოვალე/ – სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტი’’

წარმომადგენელი – გიორგი სამხარაძე;

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე;

კრედიტორი – შპს ,,საქნავთობპროდუქტი’’

წარმომადგენელი – გოჩა კილასონია.

 

სს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტის’’ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,რეაბილიტაციის’’ დირექტორმა თამარ მუმლაძემ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითებით სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ (ს/ნ 237058517) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება ითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით, სს ,,ოზურგეთის ნავთობპროდუქტის’’ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 17 აპრილს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდიუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმისწარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვას და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ოზურგეთის ნავთოპროდუქტის“ (ს/კ 237058517) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმისწარმოება.

2. სს „ოზურგეთის ნავთოპროდუქტის“ (ს/კ 237058517) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. დაევალოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „ოზურგეთის ნავთობპროდუქტის“ (ს/კ 237058517) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს გადახდიუუნარობის საქმისწარმოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები:

4. სს „ოზურგეთის ნავთოპროდუქტის“ (ს/კ 237058517) გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                           დარინა აბულაძე

 

სხდომის მდივანი                                  სოფიო ბრეგვაძე