„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016344
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №68

2018 წლის 8 აგვისტო 

ქ. ბაღდათი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 18.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი 0102 60020.35.124.016129) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:

1. მე-3 მუხლის (საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება):

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს წევრი როგორც წესი, ყოველი თვის 20 რიცხვამდე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს აპარატს წარუდგენს განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ან/და საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულება, სათანადო თანდართული დოკუმენტაციით ჩატარებული შეხვედრების (ოქმი) და შესრულებული დავალები შესახებ.“.

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.“.

2. მე-4 მუხლის (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, საანგარიშო თვის  20-25 რიცხვამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.08.2018.
როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.08.2018. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.124.016344.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №68, 08.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016344 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4291848/