სს სოლკიმპექსჯორჯიას,ვენერა მეშველიანის,გოგუცა ჭანკვეტაძის,ტატიანა გურგენიძის,მერი გოგიტიძისა სხვათა მიმართ,ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე № 080210018002387966 |
|
განჩინება საქართველოს სახელით საქმე №2/ბ-643-2018 |
|
2018 წლის 3 აგვისტო ქ. ქუთაისი |
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე მოსამართლეები ირმა პერანიძე ნანა კალანდაძე
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს კოლხური აბრეშუმის კრ ე დიტორ-პენსიონერების ვენერა მეშველიანის, გოგუცა ჭანკვეტაძის, ტატიანა გურგენიძის, მერი გოგიტიძის, ლილი ჯანჯალიას, მაგული შალამბერიძის, ლოლა ენდელაძის, მარგალიტა ხუჯაძის, მელანია გოდუაძის და სს სილკიმპექსჯორჯიას სარჩელი დაკმაყოფილდ ა.ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 2 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქონების მიმღებს) და სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს კოლხური აბრეშუმის ქონების(გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880კვ.მ (საკადასტრო კოდით 03.06.01.136.01.501) კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ეკონომიკური გავითარების სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება სს კოლხური აბრეშუმის მიმართ. 2.2. დადგენილია, რომ 2003 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ შედგენილი იქნა გაკოტრების ტაბულა, სადაც მითითებული იყო იმ დროისათვის რომელმა კრედიტორმა მიმართა სასამართლოს და რა მოთხოვნით. ტაბულაში ყველა მონაცემები არ იყო დაზუსტებული, რის გამოც არაერთხელ იქნა მოწვეული კრედიტორთა კრებები, კრედიტორთა მონაცემის და მათი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით. 2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობის საფუძველზე, სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველად დაინიშნა დავით ჯიქია. 2.4. 2010 წლის 2 ივნისს, ერთი მხრივ, სსიპ – შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქონების მიმღები), ხოლო, მეორე მხრივ, სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ეკონომიკური გავითარების სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე. იმავე დღეს იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს კოლხური აბრეშუმის ქონების (გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 03.06.01.136.01.501) გადაცემის შესახებ. ვინაიდან სს კოლხური აბრეშუმის ქონებას, რომლის გადაცემაც მოხდა კრედიტორზე ნატურით, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვის საფუძველზე N04/05, 19.02.2003, ასევე №32. 23.03.2001, ედო ყადაღა, საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდა ახალი მესაკუთრის უფლება, შესაბამისად, მითითებული ქონება კვლავ ირიცხება სს კოლხური აბრეშუმის სახელზე. 2.5. დადგენილია, რომ დავით ჯიქია გაკოტრების მმართველად დაინიშნა სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოტანილი იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. მისი გაკოტრების მმართველად დანიშვნის შემდეგ კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2010 წლის 20 სექტემბერს, სადაც განხილული იქნა კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების საკითხი, მითითებულ სხდომაზე 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებში არანაირი დოკუმენტი აუქციონების ჩატარების და ქონების ნატურით გადაცემის შესახებ არაა მოთავსებული. 2.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველი დავით ჯიქია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. 2.7. სასამართლოს 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა მოთხოვნები და ამავე დროს განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები. შემდგომში მოთხოვნები რამდენიმეჯერ დაზუსტდა სასამართლოს განჩინებებით. 2.8. 2014 წლის 4 აპრილს სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველმა წერილობით აცნობა სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორების წარმომადგენელს 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. 2014 წლის 17 აპრილს სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა ნაწილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, სადაც უნდა განხულილიყო ნატურით გადაცემული ქონების კვლავ სს კოლხური აბრეშუმის საკუთრებად აღიარების საკითხი, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. კრედიტორთა კრებაზე, რომელიც შედგა 2014 წლის 05 მაისს გაკოტრების მოსამართლემ კრედიტორებს განუმარტა, რომ მათ შეეძლოთ ედავათ მოვალის ქონებასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრის გზით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის 53 პუნქტის შესაბამისად. მითითებული საკითხი განხილულ იქნა 2016 წლის 21 ოქტომბრის კრედიტორთა კრებაზეც. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების)ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება სს კოლხური აბრეშუმის მიმართ. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის თავიანთი მოთხოვნებით, გაკოტრების ტაბულის შექმნის მიზნით.იმ დროისათვის მოქმედი გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა შეედგინა გაცხადებული მოთხოვნების ცხრილი (გაკოტრების ტაბულა) მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით: ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად; ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის, ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ; გ)სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები; დ) საქმის წარმოების გახსნამდე, გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები;ე) სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მესამე ნაწილში მითითებულია, რომ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში. 2003 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ შედგენილ იქნა გაკოტრების ტაბულა, სადაც მითითებული იყო იმ დროისათვის რომელმა კრედიტორმა მიმართა სასამართლოს და რა მოთხოვნით. ტაბულაში ყველა მონაცემები არ იყო დაზუსტებული, არ იყო განსაზღვრული რიგები, რის გამოც არაერთხელ იქნა მოწვეული კრედიტორთა კრებები, კრედიტორთა მონაცემის და მათი მოთხოვნების დაზუსტების მიზნით არ ჩატარებულა კრედიტორთა კრება, სადაც ცალ-ცალკე მოხდებოდა მოთხოვნების შემოწმება და მხარეებს მიეცემოდათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამდენად,სასამართლო მ ა რ გაიზიარ ა მოპასუხეთა განმარტება, რომ გაკოტრების ტაბულა 2010წლისათვის არსებობდა და განსაზღვრული იყო შესაბამისი რიგებიც. რეალურად, მხოლოდ2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა მოთხოვნები და განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები, რომელიც შემდგომში რამდენიმეჯერ კვლავ დაზუსტდა. 2.10.„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით(2010 წლისათვის მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს აუქციონის ჩატარების და შემდგომი პროცედურები, აღნიშნული მუხლის მეთორმეტე ნაწილში მითითებულია: თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს. ამავე მუხლის 121- პუნქტით, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი.სამეურვეო ქონება უნდა გაიყიდოს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში. თუ მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში სამეურვეო ქონება არ გადავიდა კრედიტორების საკუთრებაში ნატურით ან არ განხორციელდა ქონების განსაზღვრული წესით რეალიზაცია, გაკოტრების მმართველი სთავაზობს კრედიტორებს ქონების ნატურით მიღებას. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით,როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში.საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს. გაკოტრების მმართველმა დავით ჯიქიამ გამოაცხადა აუქციონი სს კოლხური აბრეშუმის ქონების რეალიზაციის მიზნით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. 2010წლის 2 ივნისს კი, ერთი მხრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრს (კრედიტორს) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს(ქონების მიმღები), ხოლო მეორე მხრივ სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველს დავით ჯიქიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეურვეო ქონების კრედიტორის მიერ ნატურით მიღების და მისი ეკონომიკური გავითარების სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე. იმავე დღეს, იგივე მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი სს კოლხური აბრეშუმის ქონების (გამომყვანი წარმოების შენობა, ყოფილი საქსოვი საამქროს შენობა, მიწის ნაკვეთი 15880 კვ.მ (საკადასტრო კოდით 03.06.01.136.01.501) გადაცემის შესახებ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც გაირკვევა იცოდნენ თუ არა აღნიშნული ხელშეკრულების თაობაზე სხვა კრედიტორებმა, შესთავაზეს თუ არა მათ ქონების ნატურით მიღება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა კრედიტორთა მოთხოვნები ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაზუსტებული. მეტიც, გადახდისუუნარობის საქმეში საერთოდ არ დევს მასალები აუქციონის შესახებ, 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. ამასთან, არცერთ კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველს არ მიუწოდებია ინფორმაცია სასამართლოსა და კრედიტორებისათვის სადავო გარიგების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.სასამართლო მ მი ი ჩნია, რომ 2010 წლის 2 ივნისის გარიგება დადებული იყო სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა ინტერესების იგნორირებით და კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რადგან სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემა განხორციელდა მხოლოდ ერთ კრედიტორზე, სხვებისათვის შეუტყობინებლად და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე არც საქმის განმხილველ სასამართლოს მიუღია. სასამართლო მ ა რ გაიზიარ ა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნ დ ათ იურიდიული ინტერესი. სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა 2002 წელს, 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით დამტკიცდა სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა მოთხოვნები და ამავე დროს განისაზღვრა მოთხოვნათა რიგები,2014 წლის 17 აპრილს სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორთა ნაწილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე, რათა სამეურვეო ქონება გაყიდულიყო აუქციონის გზით, თუმცა 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების არსებობის გამო ეს პროცედურა ვერ დაიწყო. დღეისათვის სადავო ქონება კვლავ ირიცხება სს კოლხური აბრეშუმის საკუთრებად, რის გამოც არ არის დაკმაყოფილებული არცერთი კრედიტორის მოთხოვნა, მათ შორის, არც სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრის (კრედიტორს). ახალი მესაკუთრის რეგისტრაცია კი ვერ განხორციელდა ქონებაზე არსებული ყადაღის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესია, ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ, სადავო ქონების რეალიზაციის გზით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც შეესაბამება,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიზანს. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.მოსარჩელის მოთხოვნაა 2010 წლის 2 ივნისის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც სს კოლხური აბრეშუმის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალებიდან იკვეთება, კრედიტორებმა მხოლოდ 2014 წლის 04 აპრილს გაიგეს სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეებს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელეებისთვისაც. სასამართლო მ ა რ გაიზიარ ა ეს მოსაზრება, რადგან ვარაუდი იმისა, რომ აუქციონის გამოცხადების შემდეგ ქონება ნატურით გადაეცემოდა ერთ-ერთ კრედიტორს, შესაძლებელია არ ჰქონოდათ მოსარჩელეებს, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა ისინი იმყოფებოდნენ სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა დასრულებული არ იყო. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრ ეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია: 3.1. თუკი კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა და ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც სრულად დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნა, მაშინ გაურკვეველია სასამართლოს მითითება ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე. 3.1.1. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა სამინისტროს მითითება მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე. სსიპ – შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლებია: 3.2. საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის შეზღუდული დროში, მხარის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე არ ქარწყლდება და უფლება აქვს ნებისმიერ დროს განახორციელოს რეგისტრაცია, თუნდაც ქონებაზე ყადაღის არსებობის პირობებში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორცილებით. 3.2.1. სარჩელს თან ახლავს გაკოტრების მმართველის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საბოლოო ანგარიში თანდართული აუქციონის მასალებით. 3.2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი - სსსკ 393-ე მუხლის მეორე ნაწილი; გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - სსსკ 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტები. 4. სარჩელის განუხილველად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება სს კოლხური აბრეშუმის მიმართ. 4.2. აღნიშნული საქმის წარმოება ჯერჯერობით დასრულებული არ არის. 4.3. მოდავე მხარეები არიან სს კოლხური აბრეშუმის კრედიტორები. 4.4. 2010 წლის 2 ივნისს სსიპ – შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონულ ცენტრს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. 4.4.1. ამ ხელშეკრულებით სს კოლხური აბრეშუმის გაკოტრების მმართველმა იკისრა ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 03.06.01.136.01.501. 4.5. გარიგების საგანზე არსებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვების გამო, მას შესაბამისი შედეგი არ მოჰყოლია და სადავო ქონება დღემდე სს კოლხური აბრეშუმის საკუთრებადაა რეგისტრირებული. ამჟამად, მისი საკადასტრო კოდია 03.06.22.048.01.501. 4.6. მოსარჩელეები ზემოხსენებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვენ. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. 4.7.1. აღიარებითი სარჩელი იმგვარი სარჩელია, როცა მოსარჩელე ბუნებაში ისედაც, უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (ჩვეულებრივ - ნამდვილობის) ან არარსებობის (ჩვეულებრივ - ბათილობის) სასამართლოსაგან აღიარებას ითხოვს. 4.8. მოსარჩელეები გარიგების ბათილად ცნობას, ე.ი. ბათილად აღიარებას ითხოვენ. ამის შესაბამისად, მათ აღძრული აქვთ აღიარებითი სარჩელი. 4.9. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის პირობებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს. 4.9.1. ამის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. 4.10. მსგავსი კატეგორიის საქმეზე 2018 წლის 18 მაისს საქმეზე Nას-1357-1277-2017 გამოტანილ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელმა საქმის პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე, მოსამზადებელ სხდომაზე, წარადგინა ვრცელი მოსაზრება აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის და ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მოხმობით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა სსსკ-ის 272-275-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში... ბათილად ცნობა მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა კონკრეტული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში... ...საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად აღიარებითი სარჩელები, რომელთა ავტორები რაიმეს აღიარების იურიდიულ ინტერესს არ ასახელებენ/ასაბუთებენ და არც რაიმეს მიკუთვნებას ითხოვენ, განუხილველად რჩება (იხ. სუსგ-ები №ას-324-307-2017, 03.11.2017 წ., №ას-196-185-2017, 05.05.2017 წ.,№ას-623-582-2017, 20.12.2017 წ., №ას-1151-1071-2017, 23.02.2018 წ.). საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ - სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, № 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. საკასაციო სასამართლო... განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე - სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის, სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, მისი შეცვლა სასამართლოს მიხედულებაზე არ არის დამოკიდებული და კანონით სავალდებულოა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე“. 4.11. ამ განმარტების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სარჩელი დასაშვები არ არის. 4.12. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, კერძოდ ის, თუ რა ფაქტობრივი შედეგის მიღება სურთ სარჩელის დაკმაყოფილებით, არ მიუთითებიათ. 4.13. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, მხოლოდ, ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სხვა სახის აღსრულებითი მოთხოვნის გარეშე. ამგვარი სარჩელები კი, როგორც აღინიშნა, განუხილველი რჩება. 4.13.1. პალატის აზრით, თუ მოსარჩელეები თავიანთ უფლებებს დარღვეულად მიიჩნევენ, მათ აღსრულებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობაც გააჩნიათ. 4.13.2. პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს სადავო გარიგება მართლსაწინააღმდეგოდ, ე.ი. უცილოდ ბათილად მიაჩნიათ. 4.13.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის და 61-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ამგვარი გარიგება დადების მომენტიდან ბათილია და გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. 4.13.4. ამის შესაბამისად, იგი მოსარჩელეებს აღსრულებითი სარჩელის აღძვრასა და უფლების რეალიზაციაში ხელს ვერ შეუშლის. ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების ნამდვილობას სასამართლო აღსრულებითი სარჩელის განხილვის დროსაც შეამოწმებს. 4.14. და, რაც მთავარია, საქმის მასალებით ჩანს, რომ სადავო ხელშეკრულებას გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. 4.14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 4.14.2. ამის შესაბამისად, მხოლოდ გარიგება უძრავ ნივთზე საკუთრებას არ წამოშობს. ამავდროულად ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაცაა აუცილებელი. 4.14.3. დადგენილია, რომ სადავო გარიგების საგანი საჯარო რეესტრში დღემდე სს კოლხურ აბრეშუმის საკუთრებადაა რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ ეს ქონება სს კოლხურ აბრეშუმს ეკუთვნის. 4.14.4. ამიტომ, გარიგების ბათილად აღიარებით არსებული სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიცვლება. 4.15. მართალია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებსა და მესამე პირებს უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამგვარი სარჩელები აღიარებითი სარჩელისათვის დადგენილ მოთხოვნებს არ უნდა აკმაყოფილებდეს. 4.15.1. მეტიც, ამ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, კანონის მიზანი მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. 4.15.2. ამის შესაბამისად, კანონის მე-4 მუხლის მე-5, 51, 52 და 53 პუნქტებით გათვალისწინებული სარჩელებიც სწორედ ამ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 4.15.3. მოსარჩელეთა მიერ აღძრული სარჩელით კი კანონის მიზნის მიღწევა შეუძლებელია. 4.16. ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი დაუშვებელი იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით განიხილა იგი. 4.17. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 178-ე მუხლის 1 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი. 4.18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციებს პალატა ვერ შეაფასებს. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრ ებ ი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გ ასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ვენერა მეშველიანის, გოგუცა ჭანკვეტაძის, ტატიანა გურგენიძის, მერი გოგიტიძის, ლილი ჯანჯალიას, მაგული შალამბერიძის, ლოლა ენდელაძის, მარგალიტა ხუჯაძის, მელანია გოდუაძისა და სს სილკიმპექსჯორჯიას სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი. 6. საპროცესო ხარჯები აპელანტები ს ახელმწიფო ბაჟი ს გადახდი საგან გათავისუფლებულნი არიან. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ – შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრ ებ ი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება. 3. ვენერა მეშველიანის, გოგუცა ჭანკვეტაძის, ტატიანა გურგენიძის, მერი გოგიტიძის, ლილი ჯანჯალიას, მაგული შალამბერიძის, ლოლა ენდელაძის, მარგალიტა ხუჯაძის, მელანია გოდუაძისა და სს სილკიმპექსჯორჯიას სარჩელი დარჩეს განუხილველი. 4. აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან. 5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 6. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე მოსამართლეები ირმა პერანიძე ნანა კალანდაძე
|