„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის N201 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№186/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №186/04

2018 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 20 ივლისის №201 ბრძანებით (სსმ, 99, 27/07/2006) დამტკიცებულ „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესს“:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უცხოური ვალუტით არსებულ აქტივებში არ შედის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად შექმნილი უცხოური ვალუტის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები, გარდა აქტივების გაცემისას შექმნილი საერთო რეზერვებისა“; 

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. უცხოური ვალუტით არსებული ბალანსგარეშე ვალდებულებები ასევე მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად უცხოური ვალუტის კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე შექმნილ შესაძლო დანაკარგების რეზერვებს, გარდა საერთო რეზერვებისა.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

2020 წლის 30 სექტემბრამდე, ამ წესის პირველი მუხლის 21 პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად შექმნილი უცხოური ვალუტის აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები უცხოური ვალუტით არსებული აქტივებიდან დაიქვითება შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

31-მარ-2019-მდე 31-მარ-2019-დან 30-სექ-2019-მდე 30-სექ-2019-დან    31-მარ-2020-მდე 31-მარ-2020-დან
0% 25% 50% 75%

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბერს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე