⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2020)
გაუქმებულია:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2018
ძალის დაკარგვა 04.09.2020
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 403 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2018 მიღება
04.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2018 წლის 10 აგვისტო აბაშა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, ასევე ქალაქ აბაშის ცენტრში არსებულ დეკორატიულ ღობეებზე და საყვავილეებზე, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე განთავსებულ ელექტრობოძებზე; ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატები შეიძლება   განთავსდეს სპეციალურ  სტენდებზე (შემდგომში – სტენდი), რომლებიც დგას  შემდეგ ადგილებზე: ა) პირველი უბნის ტერიტორიაზე – უ.კაჭარავას ქუჩაზე კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ჯორჯიკიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ წინ; ბ) მეორე უბნის ტერიტორიაზე – ნოღოხაშის საჯარო  სკოლის წინ და მშვიდობისა და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე; გ) მესამე უბნის ტერიტორიაზე – კვათანის საჯარო  სკოლის წინ  და კვათანის ცენტრში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ; დ) მეოცე უბნის ტერიტორიაზე – უ.კაჭარავას ქუჩაზე ქ.აბაშის №2 საჯარო  სკოლის წინ   და გამსახურდიას ქუჩაზე კაპანის სასურსათო მაღაზიის წინ; ე) ოცდამეერთე უბნის ტერიტორიაზე – ჯორჯიკიას ქუჩაზე ქ. აბაშის №1 საჯარო  სკოლის წინ და თავისუფლების ქუჩაზე „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ – აბაშის ჰოსპიტლის წინ. მუხლი 3🔗 ამ  დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 2 (ორი) ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 4🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ადმინისტრაციული ერთეულები ქალაქი/თემი/სოფელი) მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების  პირველი,  მე-2 და მე-4 მუხლების  გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  პასუხისმგებლობა. მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი