შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - მუსა მამედოვი)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2018 წლის 9 აგვისტო

 

  

სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით

აუქციონატორი შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ404483536

დირექტორ ი გიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23 ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან ს აკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 03 8

იპოთეკის ხელშეკრულება: №12312361624930/01/2015

უძრავი ქონების რეკვიზიტები : რაიონი საგარეჯო, სოფელი ქეშალო, საკადასტრო კოდი: 55.22.53.237

უძრავი ქონების მესაკუთრე: მუსა მამედოვი პ/ნ: 36001024922

ვალდებულების წარმოშობა: საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0145.3248515.001, სესხის ხელშკრულება №324851-8672347

მსესხებელი (მოვალე): მუსა მამედოვი პ/ნ: 36001024922

სასესხო დავალიანების ოდენობა: 30,524.71 ლარი(ძირი : 20 000 ლარი; სარგებელი: 5 477.29 ლარი; ჯარიმა: 5 047.42 ლარი;

სხვა ხარჯები: სპეციალისტის საზღაური: 490 ლარი(იპოთეკის ხელშეკრულების 7.1.1.2 პუნქტი)

სს „თიბისი ბანკმა“, იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმების საფძველზე, განცხადებით მოგვმართა ჩვენ და დაგვავალა, როგორც აუქციონატორს, აუქციონის უზრუნველყოფა და უძრავი ქონების რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სს თიბისი ბანკის დავალებით აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

აუქციონის ჩატარების დრო: 23.08.2018 16:00 სთ-დან 27.08.2018 წლის 13:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „კონსალტინგ გრუპს”

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 27.967,29 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა : რაიონი საგარეჯო, სოფელი ქეშალო, დაზუსტებული ფართობი: 580.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №01, საცხოვრებელი გაშენების ფართი 172.3 კვ.მ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)საკადასტრო კოდი: 55.22.53.237

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები : ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით. 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

  გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას. ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

აუქციონატორი:  შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ404483536

დირექტორ ი                                                                               გიორგი ლოლაშვილი