შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - მუსა მამედოვი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ |
|
2018 წლის 9 აგვისტო |
სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით აუქციონატორი შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ404483536 დირექტორ ი გიორგი ლოლაშვილი მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23 ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან ს აკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე. საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 03 8
სს „თიბისი ბანკმა“, იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმების საფძველზე, განცხადებით მოგვმართა ჩვენ და დაგვავალა, როგორც აუქციონატორს, აუქციონის უზრუნველყოფა და უძრავი ქონების რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სს თიბისი ბანკის დავალებით აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას. ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან. აუქციონატორი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ404483536 დირექტორ ი გიორგი ლოლაშვილი
|