შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - გულშან მამედოვა)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

 

2018 წლის 08 აგვისტო

 

სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით  

აუქციონატორიშპს ”კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორიგიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:             GE44TB7747836020100004

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ.

საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 030

იპოთეკის ხელშეკრულება: N 123123625614 ,   13/02/2015

უძრავი ქონების რეკვიზიტები: რაიონი გარდაბანი, სოფელი მუღანლო; საკადასტრო კოდი: 81.12.01.083

უძრავი ქონების მესაკუთრე: გულშან მამედოვა პ/ნ: 12001038296

ვალდებულების წარმოშობა: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 3288261-8365058;საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N 0132.3288261.001

მსესხებელი (მოვალე): გუსეინ გუსეინოვი პ/ნ: 12001038131

სასესხო დავალიანების ოდენობა: 57 482.63 ლარი

(ძირი : 46,259.04 ლარი; სარგებელი: 10,403.19 ლარი; ჯარიმა: 820.40 ლარი;)

სხვა ხარჯები: სპეციალისტის საზღაური: 490 ლარი (იპოთეკის ხელშეკრულების 7.1.1.2-ე პუნქტი)

 

აუქციონის ჩატარების დრო: 21.08.2018 წლის 13:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N23; აუქციონს ატარებს შპს „კონსალტინგ გრუპს“, დირექტორი გიორგი ლოლაშვილი

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 57,482.63 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: რაიონი გარდაბანი, სოფელი მუღანლო; დაზუსტებული ფართობი: 1500.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2; სხვა ფართი: N1 შენობა საერთო ფართით 568.32 კვ.მ. ( I სართული საერთო ფართით 284.16 კვ.მ; II სართული საერთო ფართით 284.16 კვ.მ.) N2 შენობა საერთო ფართით 23.76 კვ.მ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; საკადასტრო N 81.12.01.083

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

აუქციონატორი: შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                გიორგი ლოლაშვილი