,,ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის N1-1/2935 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/410 |
|
2018 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2008, №177, მუხ. 1802) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. შიდა და გარე პერიმეტრებზე დასამონტაჟებელი ვიდეოკამერების ზუსტ რაოდენობას და მათ ურთიერთგანლაგებას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (შემდგომში – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი) უფლებამოსილი თანამდებობის პირები. აღნიშნული მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირებმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ერთობლივი ოპერაციების ცენტრს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის შედგენის შემთხვევაში." |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|