„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№187/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №187/04

2018 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მიზნებისათვის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე საცხოვრებელი უძრავი ქონება. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ რისკის პოზიციების საცხოვრებელი უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის იმგვარი პოლიტიკა, რომელიც ადეკვატურად ითვალისწინებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ლიკვიდურობას. ლიკვიდურობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული კომერციული ბანკის მიდგომები სათანადოდ უნდა იყოს ასახული ეროვნული ბანკისგან საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასის გამოყენების ნებართვაზე წარდგენილ განაცხადში.“.

2. დებულების 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებსაც ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვთ თანხმობა საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების 35%-იან შეწონვაზე, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, უნდა წარმოადგინონ განახლებული განაცხადი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საცხოვრებელი უძრავი ქონების მაღალ ლიკვიდურად მიჩნევისათვის კომერციული ბანკის მიერ გამოყენებულ კრიტერიუმებს და მონიტორინგის პროცესებს. აღნიშნული განაცხადის წარმოდგენამდე ან/და ეროვნული ბანკისგან ნებართვის მიღებამდე, კომერციულმა ბანკებმა უნდა განაგრძონ რისკის პოზიციების არსებული მიდგომის მიხედვით შეწონვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.08.2018.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.08.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №187/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.016331.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.08.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №187/04, 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.08.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4298586/