„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.08.2018
ძალის დაკარგვა 01.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016517
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-8/ნ
2018 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 372 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი – სუბსპეციალობის მოწმობის თანდართული ფორმები №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №310/ნ ბრძანება და ,,სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №312/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო