შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ლუკა ბოგვერაძე )

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 044

 

 

  
სპეციალისტი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595) დავალებით

აუქციონატორი  შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536 დირექტორი გიორგი ლოლაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23 ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინება გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საჯარო შეტყობინების შინაარსი: აუქციონატორი აცხადებს პირველი საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს თიბისსი ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

იპოთეკის ხელშეკრულება: №1231231048007, 17-06-2016

უძრავი ქონების რეკვიზიტები: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა დ. თავდადებული, №33 საკადასტრო კოდი: 03.03.24.138

უძრავი ქონების მესაკუთრე: ლუკა ბოგვერაძე, პირადი № 60001152000

ვალდებულების წარმოშობა: სასესხო ხელშეკრულებები: 17/06/2016, N0053.2276563.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; 20/06/2016, №2276563-8399553 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; 20/06/2016, №2276563-8402917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

მსესხებელი (მოვალე): ნონა კისკეიძე პირადი № 60001127837

სასესხო დავალიანების ოდენობა: 27 007.72 აშშ დოლარი. №2276563-8399553 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 5 450.77 აშშ დოლარს, მათ შორის ძირი – 3 613.30 აშშ დოლარი, სარგებელი – 301.47 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1 522.04 აშშ დოლარი, დაზღვევა – 13.96 აშშ დოლარი); №2276563-8402917 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 21 556.95 აშშ დოლარს, მათ შორის ძირი – 15 601.47 აშშ დოლარი, პროცენტი – 1 431.79 აშშ დოლარი, ჯარიმა – 4 470.72 აშშ დოლარი, დაზღვევა – 52.97 აშშ დოლარი.

სხვა ხარჯები: 490 ლარი (სპეციალისტის საზღაური – 490 ლარი)

 

აუქციონის ჩატარების დრო: 29.08.2018 16:00 სთ-დან 31.08.2018 წლის 13:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eAuction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „კონსალტინგ გრუპს“

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 14.750 აშშ დოლარი

უძრავი ნივთის აღწერა: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა დ. თავდადებული, №33 (ყოფ. კოლმეურნეთა ქ. №35, №31, №21); ს/კ 03.03.24.138. საგანი: დაზუსტებული ფართობი: 243.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1 – 98.37 კვ.მ; დამხმარე ნაგებობა №2 – 10.65 კვ.მ

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს. ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით: 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე. 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული სს „თიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა. გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს. დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

 

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ სს „თიბისი ბანკის“ მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას. ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

აუქციონატორი:  შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536

დირექტორი                                                                                      გიორგი ლოლაშვილი