აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 15.08.2018
ძალის დაკარგვა 30.12.2019
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 190040000.32.061.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 24 დეკემბრის №42 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 23.06.2021
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 24.12.2019
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №17
2018 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების 34 პუნქტის შესაბამისად:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემდგომ/კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებში წარადგინონ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანოებმა, მათი და მათ დაქვემდებარებაში ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების პერიოდული და წლიური (ნაზარდი ჯამით) ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგება წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად სავალდებულოა თითოეული ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა).
3. ეთხოვოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია