შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/395-11
განჩინება
საქართველოს სახელით
2018 წლის 14 აგვისტო
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – შპს „ჯიქიას“ რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური
მოთხოვნა – შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება
სასამართლომ ზეპირი მოსმენი ს გარეშე განიხილა რეაბილიტაციის მმართველის ლევან აფციაურის განცხადება შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია მოვალე შპს „ჯიქიას“ გადახდისუუნარობის საქმე, რომლის მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცედურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული კრედიტორთა თანხმობები და მოითხოვა დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება, შპს „ჯიქიას’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ფართით 9440 კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. 7, საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.204 გაიყიდოს 1 618 920 (ერთი მილიონ ექვსას თვრამეტი ათას ცხრაას ოცი) აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. მოცემულ შემთხვევაში შპს„ჯიქიას” რეაბილიტაციის მმართველის ლევან აფციაურის განცხადებას თან ერთვის კრედიტორთა თანხმობები, რაც შეადგენს ხმათა რაოდენობის 50%-ზე მეტს, ამდენად სასამართლოს განმცხადებლის მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დამტკიცდეს კრედიტორთა გადაწყვეტილება შპს „ჯიქიას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის: ფართით 9440 კვ.მ. მდებარე: ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. 7, საკადასტრო კოდი: 01.14.05.008.204 გაყიდვის შესახებ 1 618 920 (ერთი მილიონ ექვსას თვრამეტი ათას ცხრაას ოცი) აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით.
2. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი