საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 11.04.2017
ძალაში შესვლა 14.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №6-8
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016544
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2018
matsne.gov.ge 4,710 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2017 მიღება
14.08.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საწყისი პუნქტები შუალედური პუნქტები
ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 98% 21.01.2016 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 98% 20.07.2022 "საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 97% 04.12.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 04.02.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს მთავრობის   სახელით (ხელმოწერილია) 97% 10.06.2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“); არიან რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მონაწილენი; სურთ რა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას მათ  ტერიტორიაზე; და სურთ რა ხელი შეუწყონ ავიასაწარმოებს შორის კონკურენციაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საავიაციო სისტემას; და სურთ რა უზრუნველყონ უსაფრთხოებისა და უშიშროების უმაღლესი ხარისხი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სფეროში და კვლავაც ადასტურებენ რა მათ ღრმა შეშფოთებას საჰაერო ხომალდის წინააღმდეგ მიმართული აქტებისა და საფრთხეების გამო, რომელიც ემუქრება პირთა და ქონების უსაფრთხოებას, მავნე ზეგავლენა გააჩნია საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე და ძირს უთხრის სამოქალაქო ავიაციისადმი საზოგადოების რწმენას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗. განსაზღვრებანი ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს: 1. ტერმინი „საავიაციო ხელისუფლებები“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკასთან მიმართებით ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია; 2. ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და მათ ნებისმიერ ცვლილებებს; 3. ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილ კონვენციას „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ და მოიცავს მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული 94(ა)-ე მუხლის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ და მის ნებისმიერ დამატებას ან შესწორებას, მიღებულს ამ კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად, იმდენად, რამდენადაც ეს შესწორება ან დამატება მოქმედია ნებისმიერ მოცემულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; 4. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „შეჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვს კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები; 5. ტერმინი „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც არის დანიშნული და უფლებამოსილებით აღჭურვილი წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის (ავიასაწარმოების დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) თანახმად; 6. ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრებისა (მათი ბარგის) და ტვირთის (ფოსტის გარდა) გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფს, ღირებულებას ან გადასახადს, რომელიც დაწესებულია ავიასაწარმო(ები)ს მიერ, მათ შორის მათი წარმომადგენლების მიერ, და იმ პირობებს, რომელიც არეგულირებს ასეთი ღირებულებას, ტარიფს ან გადასახადს. 7. ტერმინს „ტერიტორია“ აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა; 8. ტერმინი „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც დაწესებულია ავიასაწარმო(ებ)ზე აეროპორტის, სააერნაოსნო ან საავიაციო უსაფრთხოების მომსახურების, მათ შორის საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთისთვის სხვა შესაბამისი მომსახურებისა და საშუალებების მიწოდებისათვის. 9. ტერმინი „სრული საფასური„ ნიშნავს მომსახურების საფასურს დამატებული გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ზედნადებისთვის. 10. ტერმინი „ინტერმოდალური საჰაერო მიმოსვლა„ ნიშნავს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის საჰაერო ხომალდისა და ერთი ან რამდენიმე ტიპის ტრანსპორტით სამოქალაქო გადაზიდვა/გადაყვანას, ცალკე ან ერთობლივად, ანაზღაურების ან დაქირავების საფუძველზე. 11. ტერმინი „ტევადობა„ ნიშნავს შეთანხმების საფუძველზე განხორციელებული მომსახურების ოდენობას, რომელიც ძირითადად იზომება ბაზარზე შეთავაზებული ფრენის რაოდენობით (სიხშირით) ან/და ადგილების ან/და ტვირთის ტონაჟით (გაფრენა მოფრენის პუნქტებს ან ქვეყნებს შორისი) ან მარშრუტზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, როგორიცაა ყოველდღიური, ყოველკვირეული, სეზენური ან წლიური. მუხლი 2🔗. უფლებათა მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების დანართის შესაბამის ნაწილში მოცემულ მარშრუტებზე დაგეგმილი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს. ამგვარი მიმოსვლა და მარშრუტები შემდგომში მოხსენიებული იქნება, როგორც „შეთანხმებული ხაზები“ და „დაწესებული მარშრუტები“. 2. ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს შემდეგი უფლებები: a) განახორციელოს გადაფრენა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე; b) განახორციელოს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენა არაკომერციული მიზნით; და c) წინამდებარე შეთანხმების დანართში დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზის ექსპლუატაციისას, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ასევე უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს მგზავრებისა და ტვირთის, მათ შორის ფოსტის, კომბინირებულად ან განცალკევებით ბორტზე აყვანა/ჩატვირთვა ან ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვა. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები, რომლებიც არ არიან დანიშნული ამ შეთანხების მე-3 მუხლის შესაბამისად, ასევე სარგებლობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „a“ და „b“ ქვეპუნქტებით დადგენილი უფლებებით. 4. მე-2 პუნქტი არ ანიჭებს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს პრივილეგიას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბორტზე აიყვანონ/აიტანონ მგზავრები და ტვირთი, მათ შორის ფოსტა, რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტისათვის. 5. თუ განსაკუთრებული ან უჩვეულო გარემოებები წარმოიშვა და ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ვერ უზრუნვენყოფს მომსახურების განხორციელებას მის ჩვეულ მარშრუტზე, მეორე მხარემ უნდა მიმართოს მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ამ მომსახურებსი უწყვეტ განხორციელებას მარშრუტების შესაბამისი დროებითი გადაგეგმვის გზით, როგორც ეს ერთობლივად გადაწყვეტილია მხარეების მიერ. 6. ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ, მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციულ საფუძლევლზე უზრუნველყოფილი საჰაერო სივრცე, აეროპორტები და სხვა საშუალებები. მუხლი 3🔗. ავიასაწარმოების დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, დაწესებულ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო, გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. დანიშვნა უნდა განხორციელდეს წერილობით და დიპლომატიური არხების მეშვეობით გადაეცეს მეორე ხელშემკვრელ მხარეს. დანიშვნის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, არის თუ არა ავიასაწარმო უფლებამოსილი განახორციელოს დანართით განსაზღვრული საჰაერო მიმოსვლა. 2. დანიშნული ავიასაწარმოდან ამგვარი დანიშვნის შესახებ შეტყობინებისა და განაცხადის მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე გასცემს შესაბამის საექსპლუატაციო უფლებამოსილებას, მინიმალური პროცედურული დაყოვნებით, ამ მიზნით დადგენილი ფორმითა და სახით, თუ: a) ამ ავიასაწარმოს არსებითი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი მინიჭებული აქვს ავიასაწარმოს დამნიშვნელ ხელშემკვრელ მხარეს ან მის მოქალაქეებს; b) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს განაცხადის განმხილველი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის მიმართ; და c) ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე იცავს და იყენებს ამ შეთანხების მე-9 (უსაფრთხოება) და მე-10 მუხლებით (საავიაციო უშიშროება) დადგენილ სტანდარტებს. მუხლი 4🔗. საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება ან შეჩერება 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს გააუქმოს ან შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის მინიჭებული საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან დააწესოს ქვემოთ მოცემული პირობები: a) ამ ავიასაწარმოს არსებითი მფლობელობა და ეფექტური კონტროლი არ აქვს მინიჭებული მეორე ხელშემკვრელ მხარეს ან მის მოქალაქეებს. b) ამ ავიასაწარმომ დაარღვია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში (კანონმდებლობის გამოყენება) მითითებულ კანონმდებლობას, ან c) ავიასაწარმოს დამნიშვნელი მეორე ხელშემკვრელი მხარე არ იცავს და არ იყენებს ამ შეთანხმების მე-9 მუხლით (უსაფრთხოება) დადგენილ სტანდარტებს. 2. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „b“ და „c“ ქვეპუნქტების შემდგომი შეუსრულებლობის თავიდან ასაცილებლად, ამ მუხლით დადგენილი უფლებები გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდგომ. 3. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს თითოეული მხარის უფლებას შეაჩეროს, გააუქმოს, ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან დააწესოს სხვა პირობები ამ საექსპლუატაციო უფლებამოსილებასთან მიმართებით ამ შეთანხმების მე-10 მუხლის (საავიაციო უშიშროება) დებულებების შესაბამისად. მუხლი 5🔗. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები 1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები, განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განსახორციელებლად. 2. ფრენის სიხშირე, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ები)ს მიერ, თანხმდება მხარეებს შორის. 3. ფრენის სიხშირე, რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ები)ს მიერ, წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების საგანს. ამგვარი შეთანხმების ან მორიგების პროცესში, ძალაში მყოფ სიხშირის ნორმას ენიჭება უპირატესი ძალა. 4. ზემოხსენებულის მიუხედავად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელონ ნებისმიერი ოდენობის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ერთმანეთის ტერიტორიებს შორის, ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით ჰაერის მე-3, მე-4 და მე-5 თავისუფლებების სრული გამოყენების უფლება, ამ შეთანხმების დანართის მარშრუტის განრიგით განსაზღვრული პუნქტების მიუხედავად. ამგვარი სატვირთი მომსახურება შეიძლება ასევე განხორციელდეს ისეთი ერთობლივი მარკეტინგული შეთანხმებების შესაბამისად, როგორიცაა ზიარი კოდის გამოყენება, ბლოკ-ადგილები, და სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან), მათ შორის მესამე ქვეყნების ავიასაწარმოებთან. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს უფლება აქვთ განახორციელონ ჩარტერული ფრენები მეორე მხარის ტერიტორიაზე, იმ მეორე მხარის რეგულაციების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფენ ამ მომსახურებას. მუხლი 6🔗. კანონმდებლობის გამოყენება 1. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლისას იცავს ამ უკანასკნელის სახელმწიფოში მოქმედ კანონებს, რეგულაციებსა და წესებს, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას. 2. ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლისას, ამ უკანასკნელის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა, დაკავშირებული მგზავრების, ეკიპაჟისა და საჰაერო ხომალდზე არსებული ტვირთის საკუთარ ტერიტორიაზე მიღებასა და გამგზავრებასთან (მათ შორის რეგულაციები, რომლებიც ეხება შემოსვლას, საქონლის საბაჟო გაფორმებას, საავიაციო უშიშროებას, იმიგრაციას, პასპორტებს, საბაჟოსა და კარანტინს ან, ფოსტის შემთხვევაში, საფოსტო რეგულაციებს), უნდა იქნეს დაცული მგზავრების, ეკიპაჟის ან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების ტვირთის გამგზავნების მიერ ან მათი სახელით. 3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული კანონმდებლობის გამოყენებაში არც თავის და არც ნებირმიერ სხვა ავიასაწარმოს არ ანიჭებს უპირატესობას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებით, რომელიც ჩართულია მსგავს საერთაშორისო საჰაერო მომსახურებაში. 4. მგზავრები, ბარგი და ტვირთი პირდაპირ ტრანზიტზე ერთ-ერთი მხარის ტერიტორიის გავლით და ამ მიზნით დარეზერვებული აეროპორტის ფარგლების დატოვების გარეშე, ექვემდებარება არაუმეტეს გამარტივებულ კონტროლს, ძალადობის, საჰაერო საიდუმლოების, ნარკოკონტროლის, აკრძალული ნივთებისა და სხვა შემთხვევების წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომების გამოკლებით. მუხლი 7🔗. მომხმარებლის გადასახდელი 1. მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც შესაძლებელია დაწესდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) მიმართებით, უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, არადისკრიმინაციული და თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. ამგვარი მომხმარებლის გადასახდელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოზე (ავიასაწარმოებზე) უნდა დაწესდეს იმგვარად, რომ პირობები არ უნდა იყოს იმ პირობებზე ნაკლები, რომელიც გადასახდელის დაწესების დროისთვის მოქმედებს სხვა ავიასაწარმოების მიმართ. 2. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოსათვის (ავიასაწარმოებისათვის) დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი უნდა ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს, გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის სრულ ღირებულებას. ამგვარი სრული ღირებულება შეიძლება მოიცავდეს ცვეთის შემდეგ აქტივების გონივრულ რენტაბელურობას. საშუალებები და მომსახურება, რომლისთვისაც დაწესებულია გადასახდელი, უნდა მიეწოდებოდეს ეფექტურობისა და მიზანშეწონილობის პრინციპის საფუძველზე. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე არსებულ გადასახდელის დამწესებელ კომპეტენტურ ორგანოებსა და მომსახურებითა და საშუალებებით მომსარგებლე, დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შორის კონსულტაციებს, ასევე ხელს შეუწყობს გადასახდელის დამწესებელ კომპეტენტურ ორგანოებსა და ავიასაწარმოებს, გაცვალონ საჭირო ინფორმაცია, რათა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს გადასახდელების გონივრულობის საკითხის ზუსტი და გამჭვირვალე გადასინჯვა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს გადასახდელის დამწესებელი კომპეტენტური ორგანოების მიერ მომხარებლისათვის მომხმარებლის გადასახდელებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადების შესახებ შესაბამისი შეტყობინების მიწოდებას, რათა მომხმარებლებს ცვლილებების განხორციელებამდე ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები. 4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიიჩნევა ამ მუხლის დებულების დამრღვევად მე-18 მუხლით (დავების მოგვარება) დადგენილი დავების მოგვარების პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა: a) როდესაც გონივრულ ვადაში არ გადასინჯავს გადასახდელს ან პრაქტიკას, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საჩივრის საგანს, ან b) როდესაც ამგვარი გადასინჯვის შემდეგ, არ მიიღებს მის ხელთ არსებულ ყველა ზომას ამ მუხლის საწინააღმდეგო ნებისმიერი გადასახდელის ან პრაქტიკის გამოსასწორებლად. მუხლი 8🔗. საბაჟო მოსაკრებლები და სხვა გადასახადები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, საკუთარ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ათავისუფლებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს საბაჟო გადასახდელების, აქციზის, შემოწმების საფასურისა და სხვა სახელმწიფო გადასახდელებისაგან, რომელიც დაწესებულია საჰაერო ხომალდზე, საწვავზე, საცხებ-საპოხ ზეთებზე, გამოსაყენებელ ტექნიკურ მარაგზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების ჩათვლით, მის მუდმივ მოწყობილობაზე, საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საკვებით, სასმელებით, თამბაქოთი და სხვა პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან მხოლოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გამოსაყენებლად) და სხვა საგნებზე, როგორიცაა დაბეჭდილი ბილეთები, ავიასატვირთო ზედდებული და ნებისმიერ ნაბეჭდ მასალაზე, რომელზედაც არის კომპანიის ლოგო და დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ უფასოდ გავრცელებული საჯარო მასალა. 2. წინამდებარე მუხლით მინიჭებული გადასახდელებისაგან გათავისუფლება შეეხება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ იმ საგნებს: a) რომელიც შემოტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ ან მისი სახელით; b) რომელიც რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენისას ან გამოფრენისას; c) რომელიც ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნულია გამოსაყენებლად შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დროს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელებისაგან გათავისუფლება გამოიყენება იმისდა მიუხედავად, აღნიშნული საგნები სრულად გამოყენებული ან მოხმარებულია თუ არა იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელიც ათავისუფლებს გადასახდელებისაგან იმის გათვალისწინებით, რომ ეს საგნები არ იქნება გასხვისებული აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. 4. ჩვეულებრივი საბორტო აპარატურა, ისევე როგორც მასალა და მარაგი, რომელიც, როგორც წესი, ინახება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდის ბორტზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ტერიტორიის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით იმ დრომდე, როდესაც მოხდება მათი გატანა ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად. მუხლი 9🔗 უსაფრთხოება 1. ნებისმიერ ხელმშეკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელმშეკვრელი მხარისაგან კონსულტაციების გამართვა, რომელიც ეხება მის მიერ დამტკიცებულ უსაფრთხოების სტანდარტებს საჰაერო სანავიგაციო საშუალებებისთვის, ეკიპაჟებისათვის საჰაერო ხომალდებისათვის, ან ნებისმიერ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია დანიშნული ავიასაწარმოს ექსლუატაციასთან. ასეთი კონსულტაციები ტარდება აღნიშნული სახის თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) ეფექტურად არ იცავს და არ იყენებს პირველ პუნქტში მოცემულ უსაფრთხოების სტანდარტებს, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, მაშინ უნდა ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი აღმოჩენებისა და იმ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაატაროს სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიებები. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე 30 დღის ვადაში არ მიიღებს სათანადო გამოსასწორებელ ღონისძიებებს. 4. შეთანხმებულია, რომ ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან მომსახურებაზე, შეიძლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებაროს შემოწმებას, ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, რათა მოხდეს, როგორც საჰაერო ხომალდის დოკუმენტების სისწორის, ასევე ეკიპაჟისა და ხომალდის და მისი მოწყობილობების ხილვადი მდგომარეობის შემოწმება (ამ მუხლში ეწოდება ბაქანზე შემოწმება), თუ ეს არ გამოიწვევს უსაფუძვლო დაგვიანებას. 5. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან რიგი ბაქანზე შემოწმებები გამოიწვევს: a) სერიოზულ შეშფოთებას, რომ საჰაერო ხომალდი ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროს დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b) სერიოზულ შეშფოთებას, რომ სახეზეა კონვენციით იმ დროს დადგენილ ეფექტური სარემონტო სამუშაოებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენების ნაკლებობა; ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, თავისი შეხედულებისამებრ დაასკვნის, რომ მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც ამ საჰაერო ხომალდზე ან ამ საჰაერო ხოლამალდის ეკიპაჟზე სერტიფიკატი ან ლიცენზია გაიცა ან კანონიერი გახდა ან ის მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც ხდება საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია არ შეესაბამება ან ვერ აკმაყოფილებს კონვენციის შესაბამისად დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლოატაციაში არსებული საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების განხორციელების მიზნით წვდომაზე, ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი განაცხადებს უარს, მეორე ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია დაასკვნას, რომ სახეზეა ამ მუხლის მე-5 მუხლში მითითებული სერიოზული შეშფოთების საგანი და შეადგინოს იმ პუნქტით განსაზღვრული დასკვნა. 7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან გამოცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)ს ექსპლუატაციის ნებართვა, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, რიგი ბაქანზე შემოწმების, ბაქანზე შემოწმებაზე წვდომაზე უარის, კონსულტაციების შედეგად თუ სხვაგვარად დაასკვნის, რომ ავიასაწარმო(ები)ს ფუნქციონირების უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების გატარება. 8. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედება ამ მუხლის მე-3 ან მე-7 პუნქტების შესაბამისად უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ზომის მიღების საფუძველი. მუხლი 10🔗. საავიაციო უშიშროება 1. საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, ორივე ხელშემკვრელი მხარე ადასტურებს, რომ მათი ურთიერთვალდებულებები, უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მათი უფლებებისა და ვალდებულებების განზოგადების შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციით „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ოქმით „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ“; 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციით „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით, რომელზედაც ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია. 2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივი ურთიერთობისას, იმოქმედებენ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ დაწესებული საავიაციო უშიშროების სტანდარტებისა და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისათვის აღნიშნული მისაღებია და მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი და მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება დაიცვას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნილი მის ტერიტორიაზე შესვლისათვის დადგენილი უშიშროების ზომები და მიიღოს სათანადო ზომები, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი და მათი ბარგი და ხელბარგი, ასევე ტვირთი, საჰაერო ხომალდის მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით. 5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან მგზავრების, ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინცინდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ შეწყვეტისაკენ. 6. თუ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია გონივრული საფუძველი, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების პირობებს, ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. კონსულტაციის დაწყებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა გახდება ამ ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების უფლებამოსილებების შეჩერების, გაუქმების ან მისთვის პირობათა წაყენების საფუძველი. თუ ამას მოითხოვს საგანგებო მდგომარეობა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს თხუთმეტი (15) დღის ამოწურვამდე უფლება აქვს მიმართოს დროებით ღონისძიებას. 7. მე-6 პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერ ზომა წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის დებულებებზე დათანხმებისას. მუხლი 11🔗. კომერციული შესაძლებლობები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დააარსოს ოფისები საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობისა და რეალიზებისათვის და საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დამხმარე პროდუქტები და საშუალებები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს, შესვლის, ცხოვრებისა და დასაქმების შესახებ მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაიყვანოს და ჰყავდეს მეორე ხელშემკვრელი მხარისტერიტორიაზე საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის საჭირო მმართველობითი, გაყიდვების, ტექნიკური, მომსახურე პეროსნალი და სხვა სპეციალისტები და სხვა დამხმარე პროდუქტები და საშუალებები. ამგვარი პერსონალის მოთხოვნა, შეიძლება, ავიასაწარმოს შეხედულებისამებრს, დაკმაყოფილდეს მისივე ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე პერსონალით ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი და ამ მხარის ტერიტორიაზე ამგვარი მომსახურების შესრულებაზე უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოს, ორგანიზაციის ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმომ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების და მისი დამხმარე პროდუქრების, მომსახურებისა და საშუალებების რეალიზაციაში, უშუალოდ და ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, საკუთარი აგენტების მეშვეობით. ამ მიზნით, ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს თავისი საკუთარი სატრანსპორტო დოკუმენტები, და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად შეიძინოს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვები და მისი დამხმარე პროდუქტები, მომსახურება და საშუალებები ამ ტერიტორიის ვალუტით ან თავისუფლად კონვერტირებადი სხვა ვალუტით.. 4. ქვემოთ მოცემული მე-6 პუნქტის დებულებების თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, კონვერტირება მოახდინოს და გადარიცხოს თავისუფლად ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში მის მიერ გამომუშავებული ადგილობრივი შემოსავალი სარგებელთან ერთად, ადგილობრივად გადახდილ თანხებზე მეტი ოდენობით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად კონვერტირება და გადარიცხვა ნებადართულია მოხდეს მაშინვე, ყოველგვარი შეზღუდვებს გარეშე, ავიასაწარმოს მიერ გადარიცხვის შესახებ პირველადი განაცხადის გაკეთების დღეს არსებული გაცვლითი კურსით. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს გადაიხადოს ადგილობრივი ხარჯები, საწვავის ხარჯის ჩათვლით, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ადგილობრივ ვალუტაში. საკუთარი შეხედულებისამებრ, თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლიათ გადაიხადონ ამგვარი ხარჯებისათვის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით მეორე ხელშემკვრელი მხარის სავალუტო წესების შესაბამისად. 6. ამ მუხლში მოცემული ნებისმიერი დებულების მიუხედავად, ამ მუხლით დადგენილი უფლებების გამოყენება უნდა განხორციელდეს შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და რეგულაციების ასევე ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის ან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების შესაბამისად. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე აწესებს რაიმე სახის შეზღუდვას მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოების უფლებებზე, ანალოგიური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს მეორე მხარის მიერ პირველი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებზე. მუხლი 12🔗. ერთობლივი მარკეტინგული გარიგებები 1. დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ (ავიასაწარმოებმა) შეიძლება დადონ კოოპერაციული მარკეტინგული გარიგებები, როგორიცაა ბლოკ-ადგილების, ზიარი კოდის გამოყენების ან სხვა ერთობლივი საწარმოო გარიგებები: a) იგივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან; ან b) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან; ან c) მესამე ქვეყნის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან. 2. ყველა მოქმედ ავიასაწარმო(ებ)ს, რომელიც წარმოადგენს კოოპერატიული მარკეტინგული გარიგებების მხარეს, ექნება უპირატესი სატრანსპორტო უფლებები, მათ შორის უფლებები მარშრუტზე, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლებიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამგვარ გარიგებებზე. 3. ყველა მარკეტინგულ ავიასაწარმო(ებ)ს, რომელიც წარმოადგენს კოოპერატიული გარიგების მხარეს, ექნება უპირატესი უფლებები მარშრუტზე და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამგვარ გარიგებებზე. 4. თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ექნება ზიარი კოდის გამოყენების ოპერაციებში ჩართულ საჰაერო ხომალდებს შორის გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლება, საჰაერო ხომალდის ნომრის, ზომისა და ტიპის მიხედვით შეუზღუდავად. 5. მოქმედ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) ერთად, თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მარკეტინგში ჩართულ ავიასაწარმო(ებ)ს დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფრენის განრიგი და ასევე წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ვიდრე კოოპერატიული მარკეტინგული გარიგების შესაბამისად შეუდგებოდეს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას. 6. ამგვარი გარიგებების შესაბამისად, მომსახურების რეალიზების დროს, გაყიდვის ადგილას, შესაბამისი ავიასაწარმო ან მისი წარმომადგენელი განუმარტავს მყიდველს, თუ რომელი ავიასაწარმო იქნება მოქმედი ავიასაწარმო მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან შედის მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობაში. 7. ამგვარი გარიგებების საფუძველზე შესრულებული საჰაერო მომსახურების მიერ განხორციელებული მთლიანი ტევადობა დაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის ნებადართული ტევადობასთან მიმართებით, რომელიც ნიშნავს მოქმედ ავიასაწარმო(ებ)ს. მარკეტინგული ავიასაწარმო(ებ)ის მიერ შეთავაზებული ტევადობა ამგვარ მომსახურებებზე არ დაითვლება იმ ხელშემკვრელი მხარის ნებადართული ტევადობასთან მიმართებით, რომელიც ნიშნავს ამ ავიასაწარმოს. 8. ზიარი კოდების გამოყენების მომსახურების უზრუნველყოფამდე, კოდების ერთობლივი გამოყენების პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი ხელშემკვრელი მხარე იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების, უშიშროების, გამარტივების, პასუხისმგებლობისა თუ მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. მუხლი 13🔗. ინტერმოდალური მომსახურება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს მგზავრებისა და ტვირთის საჰაერო გადაზიდვებთან მიმართებით ენიჭებათ უფლება გამოიყენონ ნებისმიერი ინტერმოდალური ტრანსპორტი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტამდე ან პუნქტიდან. ასეთ ავიასაწარმო(ებ)ს შეუძლია თავად შეარჩიოს საკუთარი კინტერმოდალური ტრანსპორტირების განხორციელება გარიგების საფუძველზე, მათ შორის სხვა გადამზიდავებთან ზიარი კოდების გამოყენებით. ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება იქნეს შეთავაზებული ერთიანად, საჰაერო და ინტერმოდალური ტრანსპორტირების საცალო ფასად, იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები და ტვირთის გამგზავნები ინფორმირებულნი არიან ამ ტრანსპორტირების პროვაიდერების შესახებ. მუხლი 14🔗. განრიგის დამტკიცება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მოთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს ფრენის განრიგი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომსახურების ტიპის და სიხშირის, ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპის და თითოულ მონაკვეთზე ფრენის დროის შესახებ. ანალოგიური ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია)-ს ყოველ სანავიგაციო სეზონამდე 30 დღით ადრე და სხვა ნებისმიერ დროს, როდესაც ხორციელდება ცვლილებები შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებით. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) აწვდიან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნები სათანადოდ არის დაცული. მუხლი 15🔗 სტატისტიკის წარმოება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს უნდა წარუდგენონ ან დაავალებონ თავიანთ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს წარუდგინონ სტატისტიკური მონაცემები ყოველი თვის განმავლობაში შეთანხმებული მომსახურებისთვის და იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვის შესახებ, სადაც ნაჩვენები იქნება ამ გადაზიდვის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. ამგვარი სტატისტიკა უნდა გამზადდეს ყოველი თვის დასრულებიდან, რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა იმ თვიდან, რომელსაც ეხება. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგენონ ან დაავალებონ თავიანთ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს წარუდგინონ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვის ნამდვილ წარმოშობასა და მიმართულებას. მუხლი 16🔗. ტარიფები 1. ნებისმიერ შეთანხმებულ ხაზებზე ტარიფები უნდა დაწესდეს დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ გონივრულობის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საექსპლუატაციო ხარჯების, გონივრული მოგებისა და სხვა ავიასაწარმოების ტარიფების ჩათვლით. 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს არ მოეთხოვება პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ტარიფების წარდგენა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისათვის. 3. მიხედავად ზემოთქმულისა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს ჩაერიოს, რათა: a) თავიდან აიცილოს არაგონივრული, დისკრიმინაციული ფასები და პრაქტიკა; b) დაიცვას მომხმარებლები გადაჭარბებული და შეზღუდული ფასებისაგან, რომელიც დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგს წარმოადგენს და c) დაიცვან ავიასაწარმოები ისეთი ფასებისაგან, რომლებიც მტაცებლური ან ხელოვნურად დაბალია. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის, თხოვნის საფუძველზე, ერთმა მხარემ შეიძლება მოთხოვოს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ინფორმაციის მიწოდება ტარიფების განსაზღვრის შესახებ. 5. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ დაკისრებული ტარიფი შეუსაბამობაშია ამ მუხლის მე-3 მუხლით დადგენილ გარემოებებთან, იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ უკმაყოფილების შესახებ რაც შეიძლება მალე და ითხოვს კონსულტაციებს, რომელიც უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას იმ ტარიფებთან მიმართებით, რაზედაც გაიგზავნა უკმაყოფილების შესახებ შეტყობინება თითოეული ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რათა ეს შეთანხმება შევიდეს ძალაში. ამგვარი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, წინა არსებული ტარიფი რჩება ძალაში მუხლი 17🔗. კონსულტაციები 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება წინამდებარე შეთანხმების განმარტების, გამოყენების, შესრულების ან ცვლილებების თაობაზე. 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მე-9 მუხლს (უსაფრთხოება) და მე-10 მუხლს (საავიაციო უშიშროება) დაცული უნდა იყოს მათში მითითებული გრაფიკები. მუხლი 18🔗 დავების მოგვარება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით. 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელიც იქმნება შემდეგნაირად: a) არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასახელებს ერთ არბიტრს. ამ ორი არბიტრის დასახელებიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრი ურთიერთშეთანხმებით ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც თავმჯდომარეობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს; b) თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ დაასახელებს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ არის დანიშნული ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეულ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს დანიშნოს საჭირო არბიტრი ან არბიტრები 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, მაშინ დანიშვნას ახორციელებს ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ საფუძვლით არ არის ჩამოცილებული დანიშვნის განხორციელების უფლებამოსილებას. მესამე არბიტრი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე. 3. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს იურისდიქციის ფარგლებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და განსაზღვრავს საპროცესო ნორმებს. მას შემდეგ რაც მოხდება მისი ფორმირება, ტრიბუნალს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიებების გამოყენებას. ტრიბუნალის შეხედულებისამებრ ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, ტრიბუნალის სრულად ფორმირების დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა, იმართება კონფერენცია არბიტრაჟს დაქვემდებარებული ზუსტი საკითხებისა და სპეციფიკური, სავალდებულო პროცედურის განსაზღვრის მიზნით. 4. თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს მემორანდუმს ტრიბუნალის სრულად ფორმირებიდან 45 დღის განმავლობაში. შესაგებელი წარდგენილი უნდა იქნას შემდგომ 60 დღის განმავლობაში. ტრიბუნალი, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, ატარებს მოსმენას შესაგებლის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში. 5. ტრიბუნალი წარმოადგენს წერილობით გადაწყვეტილებას განხილვების დასრულებიდან ან თუ განხილვა არ არის ჩატარებული ორივე მხარის მიერ პასუხის წარდგენის დღიდან 30 დღის განმავლობაში. ტრიბუნალის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ენიჭება უპიურატესი ძალა. 6. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო განმარტება გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 7. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აღასრულოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ნებისმიერ გადაწყვეტილება. 8. ხელშემკვრელი მხარეები თანაბრად ინაწილებენ საარბიტრაჟო ტრიბუნალის ხარჯებს, მათ შორის არბიტრების ჰონორარებსა და ხარჯებს. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაღებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურასთან დაკავშირებით მიჩნეული იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის ხარჯად. მუხლი 19🔗 ცვლილებები 1. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება წერილობითი ფორმით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ამგვარად შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ამ შეთანხმების 23-ე მუხლის (ძალაში შესვლა) დებულებების შესახამისად. ნებისმიერ ცვლილება და დამატება წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 2. მიუხედავად პირველი პუნქტისა, ხელშემკვრელი მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ამ შეთანხმების დანართში ცვლილება ძალაში შევიდეს დაუყოვნებლივ. მუხლი 20🔗. მრავალმხრივი შეთანხმებები 1. ამ შეთანხმების შესრულებისას მხარეები მოქმედებენ კონვენციის დებულებების შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ეს დებულებები გამოყენებადია საერთაშორისო საჰაერო მომსახურებაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ორივე ხელშემკვრელი მხარე ხდება ისეთი მრავალმხრივი შეთანხმების ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არეგულირებს წინამდებარე შეთანხმებით მოცულ საკითხებს, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა მრავალმხრივი შეთანხმების გათვალისწინების მიზნით წინამდებარე შეთანხმების გადასინჯვა. მუხლი 21🔗. მოქმედების შეწყვეტა თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მეორე ხელშემკვრელ მხარეს მის მიერ წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ამგვარი შეტყობინება იმავდროულად უნდა გაეგზავნოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება წყდება დაუყოვნებლივ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის თავზე, შუაღამეს, შეტყობინების მიღების ადგილას, თუ ამ ვადის გასვლამდე მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მაშინ იგი მიღებულად ჩაითვლება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. მუხლი 22🔗. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში რეგისტრაცია ეს შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში იმ ხელმშეკვრელი მხარის მიერ, რომლისტერიტორიაზე მოხდება ამ შეთანხმების ხელმოწერა. მუხლი 23🔗. ძალაში შესვლა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს, რომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. 2. რის დასტურადაც, ქვემორე ხელმომწერნი, არიან რა შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ნიუ-დელიში 2017 წლის 11 აპრილს ორ დედნად, ქართულ, ჰინდი და ინგლისურ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით                            ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით დანართი სამარშრუტო განრიგი ნაწილი I საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მარშრუტები: საწყისი პუნქტები შუალედური პუნქტები დანიშნულების პუნქტი ინდოეთში პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნიუ-დელი  მუმბაი ჰაიდერაბადი  ბენგალურუ ჩენაი გოა ნებისმიერი პუნქტი ნაწილი II ინდოეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მარშრუტები: საწყისი პუნქტები შუალედური პუნქტები დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნაწილი III 1. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი შუალედური და საზღვრებს გარეთ არსებული პუნქტები, თუ ჰაერის მე-5 თავისუფლება არ გამოიყენება ამ პუნქტებს და მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტს შორის. 2. ჰაერის მე-5 თავისუფლებით სარგებლობა ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, ხდება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები გამოიყენებენ ჰაერის მე-5 თავისუფლებას საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 3. ერთი მხარის ტერიტორიის ორი ან მეტი პუნქტი არ გამოიყენება მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს იმავე ფრენაზე. 4. თითოეული მხარის დანიშნულ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს შესთავაზოს მომსახურება მეორე მხარის ხელმისაწვდომ გამოძახების პუნქტებზე, საკუთარი ოპერაატორების მეშვეობით ან კოდების ერთობლივი გამოყენების გარიგების გზით (ადგილობრივი კოდების ერთობლივი გამოყენების ჩათვლით). 5. თითოეული მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ შესთავაზონ ადგილობრივი ზიარი კოდების  გამოყენების მომსახურება მეორე მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერ ოთხ (4) დამატებით პუნქტზე შესაბამისი მარშრუტის განრიგით დადგენილ პუნქტებზე დამატებით, როგორც ეს აღნიშნულია ზემოთ I და II ნაწილებში. აღნიშნული ოთხი (4) პუნქტი შეიძლება დადგინდეს ნებისმიერ დროს. ნაწილი II ინდოეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მარშრუტები: საწყისი პუნქტები შუალედური პუნქტები დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი