ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.08.2018
ძალის დაკარგვა 16.04.2024
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016466
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| 6 | 7 |
| 7 | 8 |
| 11 | 12 |
| 15 | 16 |
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ძირითადი აქტივის დასახელება |
| ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე | ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე |
| % | ლარი |
| გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე) | ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
| ფაქტობრივი ცვეთა | ნარჩენი საბალანსო ღირებულება |
| ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % | საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით % |
| გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის №295 ბრძანებულები საფუძველზე) | ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
| გადაფასების კოეფიციენტი | საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
| დანახარჯების ლიკვიდაცია | ლიკვიდაციის შედეგად მიღებული |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.04.2024
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №78
2018 წლის 20 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი
“ მე
-16 მუხლის
მე
-2 ნაწილის
„ბ
“ ქვეპუნქტის
, 24-ე მუხლის
პირველი
ნაწილის
„ე
.ა
“ ქვეპუნქტის
, „ნორმატიული
აქტების
შესახებ
“ საქართველოს
კანონის
მე
-20 მუხლის
და
25-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
„ბ
“ ქვეპუნქტის
, „საბიუჯეტო
ორგანიზაციებში
ქონების
, მოთხოვნებისა
და
ვალდებულებების
ინვენტარიზაციის
ჩატარების
წესის
დამტკიცების
შესახებ
“ საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
2010 წლის
23 ივლისის
№605 ბრძანებისა
და
„ძირითადი
საშუალებების
, სასაქონლო
-მატერიალურ
ფასეულობათა
, ფულადი
საშუალებებისა
და
ანგარიშსწორებათა
ინვენტარიზაციის
ჩატარების
წესის
შესახებ
“ საქართველოს
რესპუბლიკის
ფინანსთა
სამინისტროს
კოლეგიის
1995 წლის
1 აგვისტოს
№12-03 დადგენილებით
დამტკიცებული
დებულების
შესაბამისად
, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ადგენს
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №1);
ბ) ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №2);
გ) ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა (დანართი №3);
დ) ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის ფორმა (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად
გამოცხადდეს
:
ა
) „ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
და
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირების
საკუთრებაში
არსებული
(ბალანსზე
რიცხული
) ქონების
ინვენტარიზაციისა
და
ამორტიზებული
ან
/ და
გამოუყენებელი
ქონების
ჩამოწერის
წესის
დამტკიცების
შესახებ
“ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2015 წლის
3 აპრილის
№9 დადგენილება
;
ა
) „ქალაქ
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
და
ქალაქ
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
მიერ
დაფუძნებული
იურიდიული
პირების
საკუთრებაში
არსებული
(ბალანსზე
რიცხული
) ქონების
ინვენტარიზაციისა
და
ამორტიზებული
ან
/ და
გამოუყენებელი
ქონების
ჩამოწერის
წესის
დამტკიცების
შესახებ
“ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
2015 წლის
3 ივლისის
№43 დადგენილება
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისი №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. კომისია იქნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე –
რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე –
კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი –
რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტებიც, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას –
თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
5. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. მუნიციპალიტეტის მერის წადგინებით საკრებულო უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი აუდიტორის მიერ, რის შედეგადაც მერი ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოსაწერი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
5. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსლუატაციისთვის გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობის ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
6. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილების და სხვ.), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება და განკარგვა
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წერილს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტები.
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, თანხმობას გასცემს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ჩამოწერის შესახებ.
3. აუდიტის დასკვნაში ასევე ასახული უნდა იყოს ჩამოწერილი ქონების ფიზიკური, ფაქტობრივი მდგომარეობა და შესაბამისი ფოტომასალა.
4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
დანართი №2
ჩამოწერის ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დაწესებულების დასახელება
20----წლის „------“-----------------------მდგომარეობით
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
1
2
3
4
5
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9)
%
ლარი
%
ლარი
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის N295 ბრძანებულების საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
11
12
13
14
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით %
ლარი
აშშ დოლარი
15
16
17
18
19
20
კომისიი წევრები:
............................
.............................
............................
ვამტკიცებ
დაწესებულების ხელმძღვანელი:
ვადასტურებ
აუდიტორი:
დანართი №3
ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულებების დადგენის აქტის ფორმა
------------------------------------------
დაწესებულების დასახელება
20 ---წლის „---“ -----მდგომარეობით
№
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე (ლარი)
1
2
3
4
5
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი, გრ. 5,9)
%
ლარი
%
ლარი
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 წლის №295 ბრძანებულები საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
11
12
13
14
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარებით %
საბოლოო ბუღალტრული მდგომარებით %
ლარი
აშშ დოლარი
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები:
1. ....................
2. ....................
3. ....................
ვამტკიცებ
დაწესებულების ხელმძღვანელი:
ვადასტურებ
აუდიტორი:
დანართ №4
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის ფორმა
დაწესებულების დასახელება --------------------
20--- წლის „---“ ---------------------------- მდგომარეობით
№
ძირითადი აქტივის დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა გადაფასებამდე
%
ლარი
1
2
3
4
5
6
გადაფასების კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი)
ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი)
შენიშვნა
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა ------------------------------------
შექმნილი 20--წლის „---“ -------- N --------- ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის --------------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა
-------------------------------------------------------
(ძირითადი საშუალებების დასახელება) აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგ საფუძველზე.
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი -------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება ----------------------------------------------
ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა. ----------------------------------------------------------------------------------------
ბ. ---------------------------------------------------------------------------------------
გ. ---------------------------------------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა: ---------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრები:
1. ----------------------------------------------------------------------
2. -------------------------------------------------------------------
3. -------------------------------------------------------------------
4. ------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე: ---------------------------------------------
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
ლიკვიდაციის შედეგების საერთო თანხა --------------------------- (---------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი -----------------------------------------------------------------
ბუღალტრული ------------------- „---------“-----------------20----წელი
კომისიის თავმჯდომარე -------------------------------------------