ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.08.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითრების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №79
2018 წლის 20 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს №49 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) აწესრიგებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის პროცედურებს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობა განისაზღვრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას.
მუხლი 3🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
ე) წევრთა შემადგენლობაში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ზ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ;
თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ი) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. სამსახური განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის თაობაზე, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში –
მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
3. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 4🔗
ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 5🔗
სამსახურის მიერ დაგეგმილ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში, ამხანაგობების მონაწილეობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ამხანაგობის შესახებ;
ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზის დასკვნით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს).
მუხლი 6🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ამხანაგობების საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სრულად (100%-ით) აფინანსებს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრება ამხანაგობებისთვის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიების დაფიქსირებისათვის (ე.წ. წითელ ხაზებში მოქცევა) გაწეული ხარჯები.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 90%-ით დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები;
ბ) პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია;
გ) საცხოვრებელი სახლების დაზიანებული წყალარინების კომუნიკაციების აღდგენა;
დ) შიდა წყალგაყვანილობის (საერთო სარგებლობის) რეაბილიტაცია;
ე) ეზოების კეთილმოწყობა;
ვ) სადარბაზოების კეთილმოწყობა;
ზ) ატრაქციონებისა და ძელსკამების შეძენა;
თ) ფასადების კეთილმოწყობა -შელესვა, გამაგრება.
3. ამავე მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების თანადაფინანსება მოხდება 90%-ით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში.
მუხლი 7🔗
1. სამსახური აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2. სამსახური ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების გადახდის საბანკო ქვითარი.
4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების (აგრეთვე შუამდგომლობების) საფუძველზე შედგენილ ღონისძიებათა ნუსხა წარედგინება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს დასამტკიცებლად.
5. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებულია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;
გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;
დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;
ე) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით ან/და დარღვეული ამ წესის მოთხოვნები.
მუხლი 8🔗
ამ წესის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით.