სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.08.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016468
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2018
matsne.gov.ge 919 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.07.2025 „ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭო"-ს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 09.10.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.01.2017 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.01.2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.06.2025

დოკუმენტის ტექსტი

სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ           ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №80 2018 წლის 20 აგვისტო ქ. ზუგდიდი სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში – „საბჭო“) უფლებამოსილებებს, მისი შექმნისა და საქმიანობის წესებს. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 3. საბჭოს შემადგენლობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულების მიხედვით. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანები 1. საბჭოს შექმნის მიზანია: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამებისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბ) ადგილობრივ თვითმმართველობასა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება. 2. საბჭოს ამოცანებია: ა) სოციალური პროგრამის დახვეწა, მასში ცვლილებათა პაკეტის მომზადება; ბ) ადგილობრივი სოციალური პროგრამების/სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა; გ) ახალი სოციალური პროგრამების, გრძელვადიანი სოციალური სერვისების შემუშავება; დ) მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალურ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების განხილვა, საერთო მდგომარეობის ანალიზი და აღნიშნული საკითხების საბჭოს ფორმატში განხილვა; ე) კანონით დადგენილი წესით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების და სერვისების შესრულებაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების გაცნობა. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილება მიზნების მისაღწევად საბჭო უფლებამოსილია: ა) მოამზადოს სოციალური მიმართულების სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტების პროექტები; ბ) შეიმუშავოს ახალი სოციალური პროგრამები, გრძელვადიანი სოციალური სერვისები; გ) მოიკვლიოს, შეისწავლოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სოციალური პოლიტიკის სფეროში როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივ დონეზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია; დ) მოისმინოს კვარტალური ანგარიში მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების/სერვისების განხორციელების შესახებ; ე) კონკრეტული საკითხების განხილვის დროს მოიწვიოს სპეციალისტები; ვ) ითანამშრომლოს სხვა მუნიციპალიტეტებთან ან/და ადგილობრივ ორგანიზაციებთან სხვადასხვა ღონისძიებათა ეფექტური დაგეგმვის, საბჭოს საქმიანობის და მეთოდოლოგიის გაცნობის მიზნით; ზ) მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის და ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ. მუხლი 4🔗. საბჭოს შემადგენლობა, სტრუქტურა და მუშაობის წესი 1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით, რომელშიც შედიან: ა) მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები, საკრებულოს წევრები; ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები; ბ) სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები; გ) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN) საქართველოს მისიის“ სოციალური პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული მრჩეველთა საბჭოს წევრების; დ) საბჭოს მუშაობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები (დევნილები, სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა). 2. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ წევრებს უნდა ეცნობოთ მინიმუმ ორი დღით ადრე საბჭოს მდივნის მიერ. მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს. 3. საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს ნებისმიერი წევრის მოთხოვნით. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. ორივე ფორმით წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას სხდომის მოწვევის თაობაზე. 4. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი თავმჯდომარის არჩევა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე. საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. მის მიერ სხდომის საპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში, საბჭოს სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭო პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. სხდომაზე საბჭოს მდივნის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სხდომის დროს განხილული ყველა საკითხი და მიღებული გადაწყვეტილებები. საბჭოში ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 7. საბჭოს წევრები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე და საბჭოში მუშაობისთვის არ იღებენ ფინანსურ ანაზღაურებას. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, საბჭოს წევრთა თანასწორუფლებიანობისა და თვითმმართველობის პრინციპების დაცვით. 8. საბჭოს თავმჯდომარეს შეუძლია საბჭოს სხდომა მოიწვიოს საჭიროებისამებრ. შეიძლება გაიმართოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საბჭოების ერთობლივი თემატური სხდომები; 9. საბჭოს წევრ(ებ)ს უფლება აქვთ რეკომენდაცია გაუწიონ სოციალური დაცვის კუთხით მომუშავე რომელიმე ექსპერტს და სპეციალისტებს საბჭოში გასაწევრიანებლად. 10. საბჭოში ახალი წევრის მიღების ან/და წევრის საბჭოდან გასვლის საკითხი (გარდა პირადი განცხადებისა) წყდება საბჭოს თავმჯდომარის მიერ, საბჭოს სხვა წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე. 11. პირის მიერ საბჭოში გაწევრიანების ან საბჭოდან გასვლის სურვილის არსებობის შემთხვევაში, მან წერილობით უნდა მიმართოს საბჭოს თავმჯდომარეს და დაასაბუთოს საბჭოში გაწევრიანების ან საბჭოს დატოვების მიზეზი. 12. საბჭოს თავმჯდომარე: ა) იწვევს და კოორდინაციას უწევს საბჭოს სხდომებს; ბ) მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებების გათვალისწინებით ადგენს სხდომის დღის წესრიგს; გ) ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა; დ) ანაწილებს მოვალეობებს საბჭოს წევრებს შორის; ე) წარმოადგენს საბჭოს ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ვ) ხელს უწყობს და უზრუნველყოფს სამიზნე მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში საბჭოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. 13. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 14. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას. პასუხისმგებელია საბჭოს წევრების ინფორმირებაზე სხდომის ჩატარების თაობაზე, სხდომის დღის წესრიგის, ოქმის, დასწრების ფურცლის მომზადებაზე, რომლებსაც წარუდგენს (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად) საბჭოს წევრებს. 15. საბჭო სწევრები: ა) ესწრებიან და მონაწილეობენ საბჭოს სხდომებში; ბ) აქტიურად მონაწილეობენ „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პროგრამის“ დახვეწაში, ცვლილებებათა პაკეტის მომზადებაში; გ) მონაწილეობას იღებენ ახალი სოციალური პროგრამების, გრძელვადიანი სოციალური სერვისების შემუშავებაში; დ) გამოთქვამენ მოსაზრებებს, გასცემენ რეკომენდაციებს ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ე) კანონით დადგენილი წესით მონიტორინგს უწევენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამების და სერვისების განხორციელებას; ვ) საკითხის უკეთ განხილვის მიზნით, საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, იწვევენ ექსპერტებს და სპეციალისტებს; ზ) საბჭოს სხდომაზე საპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში საბჭოს სხდომამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე, ზეპირი ფორმით ატყობინებენ საბჭოს თავმჯდომარეს. 16. საბჭოს მუშაობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებამდე საბჭოს წევრი ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეათანხმოს საბჭოს თავმჯდომარესთან. 17. საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობის, საბჭოს დებულებაში გათვალისწინებული ნორმების დარღვევის, საბჭოს სხდომებზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ორჯერ დაუსწრებლობის ან/და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში. მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 2 კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ხელს უწყობს საბჭოს სამოქალაქო ინიციატივების, პროექტების და სხვა აქტივობების რეალიზებაში. 3. საბჭოს კონკრეტული საქმიანობა და ინიციატივები შესაძლებელია დაფინანსებულ იქნეს დონორი ორგანიზაციების მიერ.