ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2018
ძალის დაკარგვა 01.11.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.139.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 808 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2018 მიღება
01.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2018 წლის 22 აგვისტო ქ. ბორჯომი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების  წესი“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გოგიჩაიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ  საკითხებს, მათი  განხილვის და მინიჭების წესს. 2. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ბორჯომის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა  და   საიუბილეო   თარიღის  გამო. 4. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო 1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოსთან შეთანხმებით. 2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით  შექმნილი  სათათბირო საბჭო. 3. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა; 4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა შეუძლია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსთან შეთანხმებით, მერის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირის მიერ უღირსი   საქციელის   ჩადენის   ან   მის    მიმართ    სასამართლოს    გამამტყუნებელი    განაჩენის ძალაში შესვლის გამო. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი  და პირობები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:  ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს; დ) არანაკლებ 9-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა; ე) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც ნათლად უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული ცნობები; გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; 3. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს სათათბირო საბჭოს. 4. სათათბირო საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისთვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ. მუხლი 4🔗. სათათბირო საბჭოს შემადგენლობა და მუშაობის პროცედურები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად, შესაბამისი რეკომნედაციის მომზადებისა ან წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით მერის ინდივიდუალურ-სამართლებირივი აქტით იქმება სათათბირო საბჭო. 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სათათბირო საბჭოს სხდომა: ა) მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განსახილველად; ბ) შემადგენლობაში შედიან საზოგადოების და მუნიციპალიტეტის (საკრებულოს წევრები, მერიის მოხელეები); გ) საბჭო შედგება არანაკლებ 11 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში საკრებულოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 4 წევრზე ნაკლები. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. დ) თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით; ე) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი; ვ) წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი, წერილობითი ფორმით, დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი; ზ) საბჭო შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთ არსებულ რეკომენდაციებს, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს; თ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, ასევე, სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ი) საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; კ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს; ლ) გადაწყვეტილება (რეკომენდაცია, დასკვნა), დაფიქსირებული სხდომის ოქმში, წარედგინება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს. 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 5🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ბორჯომის საპატიო მოქალაქის მედალი, შესაბამისი  სერტიფიკატი  ან/და  ფულადი ჯილდო. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მედალი (სერტიფიკატი, ფულადი ჯილდო) მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირები არიან: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში. 5. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია(ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).