„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2018 წლის 24 აგვისტო

ქ. წყალტუბო

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის №13 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016147.  29/07/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებული აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს  (ს/კ 421271670).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 და მე- 3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი” (ს/კ 421271670) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის’’ (ს/კ 421271670)   ოქმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი (ერთ-ერთი თანამშრომელი).“.

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის  (დანართი №1) მე-2  მუხლის მე-5 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილ თანამშრომლებზე ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ (ს/კ 421271670) მმართველის ხელმოწერით.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2)  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი



დანართი №2

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის

ო ქ მ ი

№ 000000

 

ოქმის შედგენის თარიღი: „–––––“ „––––––––––––“ 20 წ.

ოქმის შედგენის ადგილი: -------------------------------------------------------------

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ უფლებამოსილმა პირმა

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                       (თანამდებობა, სახელი, გვარი)

შევადგინე ეს ოქმი იმის თაობაზე, რომ 20   წლის „–––“ „––––––––––“ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შემდეგ მისამართზე:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია

-----------------------------–--------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ფიზიკური პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(იურიდიული პირის  დასახელება, მისი წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო  და გაცემის თარიღი)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი:

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომლის თაობაზეც შედგენილია ეს ოქმი, განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე  მუხლის მე-4 ნაწილითა და 240-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით განსაზღვრული მისი უფლებები და მოვალეობები.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოწმეები ( თუ მოწმეები არ არიან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა):

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, მისი გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი)

 

ოქმს ერთვის / არ ერთვის სამართალდარღვევის ჩამდენის ახსნა-განმარტება:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხელმოწერები:

ოქმი შევადგინე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სამართალდამრღვევი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმეები:

1 ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმს გავეცანი, ასლი ჩავიბარე: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შენიშვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამკვეთი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“

 დამამზადებელი:

 სფს-ს რეგისტრაციის №