შპს ,,ევროელექტრონიქსი+-ის'' კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/26160-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
კრედიტორი: სსიპ – შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: მერაბ წირქვაძე
მოვალე: შპს ,,ევროელექტრონიქსი +”, ს/ნ 200261199
წარმომადგენელი: დავით ალავიძე
მეურვე: აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2017 წლის 29 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლს განცხადებით მომართა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა და შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ისმიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით, შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-სბიუჯეტის მიმართ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 109 612 ლარის ოდენობით. 2015 წლის 17 სექტემბერს, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, რომლის თაობაზეც საწარმოს ეცნობა 2015 წლის 1 ოქტომბერს. განმცხადებლის მითითებით, შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ის დირექტორისთვის ცნობილი იყო რა 2015 წლის სექტემბრის პერიოდში მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია, მან თავისი 100%-იანი წილობრივი თანამონაწილეობით დააფუძნა ახალი საწარმო შპს ,,რაჭა’’ (ს/კ400149362) და საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე 1 დღით ადრე, 2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება გადაფორმდა შპს ,,რაჭაზე”. 2017 წლის 17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილია სარჩელი შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ისა და შპს ,,რაჭას’’ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.
2018 წლის 5 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 18 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ გამოცხადდნენ შემოსავლების სამასახურისა და შპს ,,ევროელექტრონიქსი+”-ის წარმომადგენლები, რის გამოც კრებაზე არცერთი საკითხი არ განხილულა და კრედიტორთა პირველი კრება, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის თანხმობით, გადაიდო და ჩატარდა 2018 წლის 25 ივნისს, 10 საათზე.
2018 წლის 25 ივნისს, კრედიტორთა პირველ კრებაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი და ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება. კრედიტორთა პირველ კრებაზე აღიარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უზრუნველყოფილი მოთხოვნა 115 829.84 ლარის ოდენობით, მე-4 რიგში. მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, კრედიტორთა პირველი კრება მოვალის თანხმობით გადაიდო 2018 წლის 24 ივლისს, 16 საათზე.
2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, საქმის მონაწილეებს ეცნობათ, რომ კრედიტორთა კრება ნაცვლად 2018 წლის 24 ივლისისა ჩატარდებოდა 2018 წლის 20 აგვისტოს, 16 საათზე.
2018 წლის 20 აგვისტოს, 16 საათზე, კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს ,,ევროელექტრონიქსი+''-ის წარმომადგენლები, რის გამოცკრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი არ განხილულა და კრედიტორთა კრება, შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო 2018 წლის 5 სექტემბერს, 13 საათზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 5 სექტემბერს, 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზში №9.
3. დაევალოს შპს ,,ევროელექტრონიქსი+“-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლევერა დობორჯგინიძე