„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №439 |
|
2018 წლის 24 აგვისტო ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი.“.
2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი.
3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მომზადებული წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“;
ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ცალკეული საკითხის შესწავლის მიზნით, შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები.“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს თავმჯდომარე უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე იწვევს რიგგარეშე სხდომებს.“;
გ.ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) ან საბჭოს სამდივნოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე.“;
გ.დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:
„121. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, ექვს თვეში ერთხელ საბჭოს წარუდგინონ ანგარიში უწყებათშორისი თანამშრომლობის შესახებ.“;
დ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. საბჭოს სამდივნო და მისი ფუნქციები
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე.
2. საბჭოს სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის კოორდინაციას;
ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს, ამზადებს სხდომის ოქმებს, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ უწყებებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და ათანხმებს დღის წესრიგს მონაწილე უწყებებთან;
გ) ახორციელებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წარუდგენს წინადადებებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის (ექსპერტების მოწვევის) შესახებ და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და საბჭოსთვის წარდგენას;
ვ) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით ამზადებს და საბჭოს წარუდგენს წინადადებებს;
ზ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს ცალკეულ დავალებებს.
3. სამდივნოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს ყველა წევრი.“.
|