თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016380
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.02.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2018 წლის 24 აგვისტო
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 852-855 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილება (ვებგვერდი, 22/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016257).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულება
მუხლი 1🔗. დასახლების საერთო კრება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის სოფლის/დაბის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახლებისაგან („სოფელი“/„დაბა“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
3. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
4. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვთ, აგრეთვე:
ა) შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) ამ დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
5. ეს დებულება განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.
6. იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს აღემატება, შეიძლება დაწესდეს საერთო კრების დასახლების ცალკეულ ნაწილებში ეტაპობრივად მოწვევის პროცედურა. საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ დებულებით დადგენილი საერთო კრების მოწვევის, ჩატარების და კენჭისყრის საერთო წესების შესაბამისად.
7. იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება.
8. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.
9. საერთო კრების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ეს დებულება.
მუხლი 2🔗. საერთო კრების პრინციპები საერთო კრების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) თანასწორობა.
მუხლი 3🔗. საერთო კრების რჩეული
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული.
2. საერთო კრების რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
3. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 4🔗. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა
1. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით.
2. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს.
3. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
მუხლი 5🔗. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის/საკრებულოსთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებლი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ: დასახლების ტერიტორიის დასუფთავების, საქველმოქმედო საქმიანობის, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და მოწესრიგების საკითხებზე და სხვა. აგრეთვე, ორგანიზება გაუწიოს იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და წარადგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) განახორციელოს ამ დებულებით განსაზღვრული და სხვა უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება კანონით აკრძალული არ არის;
ლ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ;
მ) განახორციელოს მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი დასახლების ტერიტორიაზე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ნ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ო) შექმნას დასაქმების მსურველთა ბაზა და განახორციელოს დასახლებაში ადამიანური რესურსების შესწავლა;
პ) იშუამდგომლოს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების საკითხებზე;
ჟ) განიხილოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერს წარუდგენოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
რ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ს) განახორციელოს სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მონიტორინგი;
ტ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებებით.
2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება, საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.
3. საერთო კრების გადაწყვეტილება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს რეაგირებისთვის წარედგინება ამ დებულებით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი, ამ დებულებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, აცნობონ საერთო კრებას ან საერთო კრების რჩეულს.
4. საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას პირის წევრობიდან გარიცხვის შესახებ, თუ პირი სისტემატურად თავს არიდებს კრებაში მონაწილეობას, არღვევს წესრიგს და ზოგადზნეობრივ ნორმებს, ხელს უშლის კრების მიმდინარეობას. გარიცხვის ინიციატორი შეიძლება იყოს კრების რჩეული.
მუხლი 6🔗. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
მუხლი 7🔗. საინიციატივო ჯგუფი
1. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი.
2. საინიციატივო ჯგუფი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი;
ბ) მისამართი;
გ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
ბ) საერთო კრების დღის წესრიგი.
5. საინიციატივო ჯგუფმა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
6. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია.
7. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე.
8. ინიციატივის რეგისტრაციის ცნობა გაიცემა შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
9. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება საჯაროდ.
10. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ:
ა) დარღვეულია ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება თიანეთის მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.
11. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
12. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან.
13. ამომრჩეველთა სიაში უნდა მიეთითოს:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
დ) რეგისტრაციის ადგილი;
ე) ხელმოწერა.
14. ამომრჩეველთა სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
15. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
16. განცხადებაში მიეთითება საერო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში).
17. განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
18. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე.
19. საერთო კრება უფლებამოსილია, შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში.
20. რეგისტრაციის ცნობას გასცემს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
21. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ წესების მოთხოვნები.
22. რეგისტრაციაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.
23. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
24. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-15-24-ე პუნქტებით დადგენილი წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.
25. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-9, მე-18 და 23-ე პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.
26. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, ამ დებულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.
27. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.
28. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
29. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 8🔗. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
2. საერთო კრების შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მოხელე. საერთო კრების თიანეთის მუნიციპალიტეტის მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი დარგის მიხედვით ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. მდივანი ვალდებულია იყოს ოქმის შენახვაზე პასუხისმგებელი. საერთო კრების თიანეთის მუნიციპალიტეტის მოწვევის შემთხვევაში, მდივნის ფუნქციას ასრულებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს საერთო კრების ინიციატორი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა, მათ შორის, ფარული კენჭისყრა.
5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი.
6. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.
7. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ საერთო კრების ინიციატორი და მდივანი.
საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში, საერთო კრების ოქმის ასლის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენას უზრუნველყოფს საერთო კრების ინიციატორი.