თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2018
ძალის დაკარგვა 14.04.2022
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.154.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.04.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.03.2016
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2018 წლის 24 აგვისტო
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 მარტის №8 დადგენილება (ვებგვერდი, 22/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280010000.35.154.016260).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესსა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენ დოკუმენტაციას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
2. პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება:
1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურება.
2. „C” ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.
3. ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები.
4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული და შშმ ბავშვების ოჯახები.
5. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება.
6. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
7. დედ-მამით ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
8. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერად ფულადი დახმარება.
9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება.
10. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროსა და ვერცხლის მედალზე.
11. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელის ბაკალვრიატი.
12. მედიკამენტების დაფინანსება.
მუხლი 3🔗. სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება)
1. მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურება (გარდა ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა).
2. სამედიცინო მომსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
3. მოქალაქისათვის სამედიცინო მომსახურების განმეორებით დაფინანსების მიღება გამონაკლისის წესით შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 500 ლარისა.
4. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ან ინვოისი);
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.
5. ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 4🔗. „C“ ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეებისათვის საჭირო გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები „C“ ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეები საჭირო კვლევისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას მიიღებენ 100% -ით.
2. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ანგარიშ-ფაქტურა;
დ) ანგარიშსწორება მოხდება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 5🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას წელიწადში 400 (ოთხასი)ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ჯანმრთელობის ცნობა;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 6🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ და შშმ ბავშვთა ოჯახების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ. აგრეთვე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (1 ივნისი) დაკავშირებით დაუნის სინდრომით, აუტიზმით და შშმ ბავშვთა ოჯახები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 (ასი)ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მშობლის ან მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ჯანმრთელობის ცნობა;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით მიიღებენ თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები:
ა) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემის მქონე მოქალაქეები;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) ოჯახები, რომელთა შეფასების სარეიტინგო ქულაა 65 000 -დან 100 000-მდე;
დ) მარტოხელა მშობელი;
ე) მრავალშვილიანი ოჯახები.
2. განმცხადებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ კომისიის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში უფლებამოსილი პირის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. გამონაკლის შემთხვევაში (ხანძარი) კომისიას უფლება აქვს გაზარდოს დახმარების თანხა 1000 (ათასი)ლარამდე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის რეკომენდაციის საფუძველზე.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 8🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების ფინანსური დახმარება
1.1.1 თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები მიიღებენ ერთჯერადად 300 (სამასი) ლარს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).
1.2 თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები ერთჯერადად მიიღებენ 150 (ას ორმოცდაათი) ლარს.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 9🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი ბავშვები მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) მეურვის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 10🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეების დახმარება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეები მიიღებენ წელიწადში ერთხელ ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში;
დ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 11🔗. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მიიღებს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღების განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 12🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილების ერთჯერადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს და ვერცხლის მედალზე, აგრეთვე სტუდენტები, რომელთაც აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი) დაამთავრეს წარჩინებით
1. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროს მედალზე, გაიცემა ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ვერცხლის მედალზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 (სამასი)ლარის ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებზე, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი) გაიცემა დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) სკოლის (უმაღლესი სასწავლებლის) წარჩინებით დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში;
ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 13🔗. მედიკამენტების დაფინანსება
1. მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ მოქალაქეები არაუმეტეს 200 ლარისა.
2. გამონაკლის შემთხვევაში არაუმეტეს 300 ლარისა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. გამონაკლისის წესით მედიკამენტების დაფინანსების განმეორებით მიღება შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით არაუმეტეს 200 ლარისა.
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია.
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა);
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა-დახასიათება.
მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება. განყოფილება ამოწმებს შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და სრულყოფილ დოკუმენტაციას ამზადებს მერიაში შემოსული განცხადებების განმხილველ კომისიაზე განსახილველად. კომისიას არ ეგზავნება მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6,მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებში მითითებული კატეგორიის განცხადებები.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარებისა და სოციალური დახმარებების მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება მუნიციპალიტეტში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის შესახებ, გარდა მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6,მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტების შესაბამისი განცხადებებისა.
3. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ დროს.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
5. გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.
7. კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას.
8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება.
9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა.
10. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზე.
11. დახმარების გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტების შესაბამისი კატეგორიის განცხადებებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება განცხადებების შესწავლის შემდეგ, ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგნს მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად. მერი გამოსცემს ბრძანებას მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.
12. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ანგარიშსწორებას ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
13. საჭიროების შემთხვევაში მიღებული ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
14. შესრულებული სამუშოს შესახებ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მუნიციპალიტეტი ახდენს ბრძანებაში დაფიქსირებული თანხის გადარიცხვას.