მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №440
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020756
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2018 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერა ამავე პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული განათლების ვაუჩერის ფარგლებში სამედიცინო ჩანთის მიმწოდებლის შესარჩევად საჭირო ღონისძიებების გატარება, პროგრამის ბენეფიციართა მაქსიმალურ რაოდენობაზე გათვლით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამისათვის ცალკეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ამ დადგენილების შესაბამისად შერჩეულ პირთა გადამზადება.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროგრამის ბენეფიციარი – პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი;
ბ) განაცხადი – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი პროგრამის კანდიდატის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ;
გ) კომისია – პროგრამის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აუცილებელი მონაწილეობით;
დ) მაღალმთიანი რეგიონი – მაღალმთიანი დასახლება;
ე) მაღალმთიანი დასახლება – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ან მათი მიმდებარე ტერიტორია, ამ პროგრამით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;
ზ) პროგრამა – მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა;
თ) სასწავლო პროგრამა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს პროგრამის ბენეფიციარის სასწავლო კურსისა და საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას;
ი) სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;
კ) პროგრამის კანდიდატი – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე ან საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული დასახლების საერთო კრების მიერ შერჩეული პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი;
ლ) სამედიცინო ჩანთა – პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა, რომელიც განკუთვნილია პროგრამის ბენეფიციარისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლების წარმატებული გავლის შემდეგ გადასაცემად;
მ) ფაქტობრივად ცხოვრება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტების ერთობლიობით;
ნ) განათლების ვაუჩერი – არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პროგრამის ბენეფიციარისათვის სასწავლო პროგრამითა და სამედიცინო ჩანთით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად/ასანაზღაურებლად.
მუხლი 3🔗. პროგრამის გავრცელების არეალი
1. პროგრამა ვრცელდება იმ მაღალმთიან დასახლებებზე, რომლებიც, ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით და სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 100 ფიზიკური პირისა და სადაც ფიზიკურად არ ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულება ან არ არის „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“კომპონენტის მიმწოდებლის ძირითადი განთავსების ადგილი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
3. პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვრება მაღალმთიანი დასახლებების მიხედვით, ყოველ 50 ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოსახლეზე 1 პროგრამის ბენეფიციარით, მაგრამ არაუმეტეს 30 ბენეფიციარისა.
მუხლი 4🔗. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები
პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ქმედუნარიან ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება;
გ) თავისი პიროვნული თვისებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, განახორციელოს პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარება;
დ) განაცხადის გაკეთების დროს ან/და განაცხადის გაკეთებიდან გონივრულ ვადაში არ უნდა არსებობდეს/დგებოდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლები, აგრეთვე ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მუხლი 5🔗. პროგრამის ძირითადი მიმართულებები და მახასიათებლები
1. განათლების ვაუჩერი მოიცავს პროგრამის ბენეფიციარის სწავლის, საცხოვრებელი ხარჯებისა და სასწავლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ შესაბამისი სამედიცინო ჩანთით უზრუნველყოფას.
2. პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების სასწავლო პროცესი მოიცავს 4-დღიან სწავლებას, პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების მიზნით.
3. პროგრამით გათვალისწინებული პირველადი (ექიმამდელი) სამედიცინო დახმარების სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისას პროგრამის ბენეფიციარს გადაეცემა სერტიფიკატი და სამედიცინო ჩანთა.
4. განათლების ვაუჩერის მოსარგებლეა ამ პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროგრამის ბენეფიციარი და მისი განაღდება ხორციელდება განათლების ვაუჩერით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯების ანაზღაურების/დაფარვის გზით. ამასთან, სასწავლო კურსისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს უშუალოდ სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო სამედიცინო ჩანთისათვის გათვალისწინებული კომპონენტის (ანაზღაურება (ვაუჩერით გათვალისწინებული შესაბამისი კომპონენტის განაღდება) ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ამ დადგენილების მიზნებისათვის განათლების ვაუჩერით გათვალისწინებული შესაბამისი სასწავლო კურსის (პროგრამის) დამტკიცებას.
6. განათლების ვაუჩერით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის ღირებულება შეადგენს 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარს პროგრამის ერთ ბენეფიციარზე, რომელიც მოიცავს სწავლებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯებს.
7. განათლების ვაუჩერით სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისას პროგრამის ბენეფიციარისთვის გადასაცემი ერთი სამედიცინო ჩანთის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს. ვაუჩერის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისათვის გადასაცემი სამედიცინო ჩანთის შემადგენლობას განსაზღვრავს სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი.
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე მხარეთა უფლებამოსილებანი
1. სასწავლო პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი ამ პროგრამის მე-5 მუხლის გათვალისწინებით.
2 პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით, ამ დადგენილების მიზნებისათვის მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის განსაზღვრას;
ბ) პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით, ამ დადგენილების მიზნებისათვის, პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისიის შექმნას;
დ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი განაცხადების კომისიის მიერ განსახილველად მომზადებას;
ე) პროგრამის ბენეფიციართა რეესტრის წარმოებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.
4. კომისია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:
ა) შესაბამის განაცხადთა განხილვასა და გადარჩევას, ამ დადგენილებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
ბ) გადარჩეული განაცხადებით გათვალისწინებული პროგრამის კანდიდატებთან გასაუბრების მოწყობას, პროგრამის ბენეფიციართა შერჩევის მიზნით;
გ) პროგრამის ბენეფიციართა შერჩევას.
5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მოიპოვებს და აწვდის ინფორმაციას ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის მუნიციალიტეტებში სამედიცინო დაწესებულების ან „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის მიმწოდებლის ფიზიკური განთავსების ადგილის თაობაზე;
ბ) მონაწილეობს კომისიის მუშაობაში.
მუხლი 7🔗. პროგრამაში მონაწილეობის წესი და ფორმა
1. პროგრამის განხორციელების ეტაპებია:
ა) მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე ან დასახლების საერთო კრების მიერ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის შერჩევა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერჩეული პირის (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენა;
გ) განაცხადების განხილვა, პროგრამის კანდიდატებთან გასაუბრება და პროგრამის ბენეფიციართა შერჩევა კომისიის მიერ;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კომისიის მიერ შერჩეულ პროგრამის ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის სასწავლო პროგრამის განმახორციელებლისათვის წარდგენა;
ე) პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა და შესაბამისი გამოცდის ჩაბარება;
ვ) პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების სასწავლო პროგრამის გამოცდის ჩაბარების შემდგომ სერტიფიკატისა და სამედიცინო ჩანთის გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ეტაპზე, კომისიის მიერ, გარდა ამ პროგრამის მე-4 მუხლით დადგენილი წინაპირობებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) მაღალმთიანი დასახლების გეოგრაფიული მდებარეობა;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ პირთა რაოდენობა;
გ) კანდიდატის მოტივირებულობა და ენთუზიაზმი;
დ) კანდიდატის სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
3. განაცხადთა კომისიის მიერ განხილვისა და გადარჩევის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ:
ა) პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების მქონე პირებს;
ბ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სოციალური შეღავათის მიმღებ პირებს.
4. პროგრამის ბენეფიციარმა, სასწავლო პროგრამის დაწყებამდე, წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ იგი მზადაა, სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განახორციელოს პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარება და დაიცვას ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალებულებები. აღნიშნული წერილობითი თანხმობა ინახება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
5. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, გაუფრთხილდეს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს, არ გაასხვისოს და/ან სხვაგვარად განკარგოს პროგრამის ფარგლებში მიღებული სამედიცინო ჩანთა.
6. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, სასწავლო პროგრამის დასრულებიდან, სულ მცირე, 2 წელი ფაქტობრივად ცხოვრობდეს იმ მაღალმთიან დასახლებაში, რომლიდანაც იქნა იგი შერჩეული და წარდგენილი შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
7. სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარისათვის სამედიცინო ჩანთის გადაცემისას ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს პროგრამის ბენეფიციარი და სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი.
8. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნით პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების გაწევაზე უარის შემთხვევაში ან/და პროგრამით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში მიღებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის დაბრუნება, სრულად ან დარჩენილი რესურსით.