„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№29/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017586
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №29/ნ

2018 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2018 წლის 01 აგვისტოს №967757 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე – 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით  სსიპ – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისას და გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში  შეცდომით ფიქსირდებოდა სოფელ კელითარის სკოლა. აღნიშნული შეცდომა შესწორდა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №136 ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე ფიქსირდება სოფ. კეთილარის საჯარო სკოლა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.007.724) და ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის სახელწოდებად 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში განისაზღვროს – სსიპ – აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლა.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2018.
როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.09.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.017586.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №29/ნ, 07.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017586 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4312608/