საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №46/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016421
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2018
matsne.gov.ge 348 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 19.08.2016 საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 06.12.2024 საქართველოს პარლამენტის საერთო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 11.09.2020 საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 27.08.2024 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 88% 17.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №46/2018 2018 წლის 29 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წამომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში: 1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და ცესკოს მიერ რეგისტრირებული  პარტიები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე, მხოლოდ პარტიის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს. 2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (თუ ამავე ოლქის საზღვრებში იმართება შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ შუალედურ არჩევნებს. 3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის აკრედიტირებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები, უფლებამოსილნი არიან  შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გავლის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი. 4. შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის შექმნილი საარჩევნო ოლქებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქების საზღვრებს. 5. შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის შექმნილ შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს. 6. შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები. 7. შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ამომრჩეველთა სიებს (ძირითადი, სპეციალური/გადასატანი ყუთის) წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები. 8. შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები. 9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, სტენდები და სააგიტაციო შეხვედრებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული შეხვედრების ადგილები შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს შუალედური  არჩევნების ანალოგიური მიზნებისათვის.  მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი