შპს „ლაველლოს“ კრედიტორთა კრების გაგრძელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქმის № 330210318002541171 (2/20996-18) |
|
განჩინება საქართველოს სახელით კრედიტორთა კრების გაგრძელების შესახებ |
|
2018 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი |
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
მოვალე: შპს „ლაველლო“ (ს/კ 405088266)
მეურვე: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა: კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა შპს „ლაველლოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ლაველლოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვნის შესახებ.
2018 წლის 13 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 23 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
კრედიტორთა პირველ კრებაზე გამოცხადდნენ სსიპ – შემოსავლების სამასახურის, მოვალე შპს „ლაველლოს“ და მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, მეურვის წარმომადგენელმა, მიხეილ ლომთაძემ კრედიტორთა კრებაზე ვერ წარმოადგინა შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოესწრო ვერც წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ვერც მეურვის მოხსენების მომზადება, რის გამოც მეურვის წარმომადგენელმა იშუამდგომლა კრედიტორთა კრების გადადების თაობაზე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრებაზე არცერთი საკითხი არ განხილულა და კრედიტორთა პირველი კრება, განმცხადებელ სსიპ – შემოსავლების სამსახურის და მოვალე შპს „ლაველლოს“ წარმომადგენლების თანხმობით, გადაიდო 2018 წლის 27 სექტემბერს, 14:00 საათზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 27 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №30) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე